წინასწარი შეკვეთა ნიშნავს კონკრეტული პროდუქციის გამოშვებამდე მომხმარებლის მიერ მის წინასწარ შეკვეთას. წინასწარი შეკვეთის მიზანია დაინტერესებულ პირთათვის გაიზარდოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ სარეალიზაციო პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა.
მონეტების შეძენა შპს "ონლაინ თიქეთსის" ელექტრონული პლატფორმის - www.tkt.ge - ის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
მონეტების გაყიდვების დაწყებისთანავე გააქტიურდება მოლოდინის რეჟიმი ე.წ. "ონლაინ რიგი"; მოლოდინის რეჟიმში მყოფი მომხმარებელი მიიღებს ინფორმაცის რიგში მის წინ მომლოდინე მომხმარებლის რაოდენობისა და ყიდვის პროცესზე გადასვლის სავარაუდო დროის შესახებ.
! გაითვალისწინეთ, რომ მოლოდინის რეჟიმში ყოფნის პერიოდში გვერდის განახლება ("დარეფრეშება") ან სხვა გვერდზე გადასვლა გამოიწვევს მოლოდინის რეჟიმიდან გამოსვლას (რიგის დაკარგვას) და მომხმარებელი რიგში ხელახლა უნდა ჩადგეს.
! გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთის განთავსების პროცესში მის დასრულებამდე გვერდის განახლება („დარეფრეშება“) ან სხვა გვერდზე გადასვლა გამოიწვევს შეკვეთის განთავსების პროცესის შეწყვეტას.
შეტყობინებას, თქვენი რიგის მოსვლისა და ყიდვის პროცესის დაწყების შესახებ მიიღებთ ხმოვანი სიგნალის საშუალებით, რაც იმის მანიშნებელია, რომ რამდენიმე წამში დაიწყება ყიდვის პროცესი.
მომხმარებელმა შესაბამისი ეტაპების მიხედვით უნდა განათავსოს შეკვეთა ვებგვერდზე და ამასთან ერთად შეავსოს შესაბამისი ველები. კერძოდ: მომხმარებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ზუსტი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
! გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთის მიწოდება მოხდება მხოლოდ შეკვეთაში მითითებულ მისამართზე და შეკვეთის ჩაბარება მოხდება მხოლოდ მომხმარებელზე (პირზე, რომლის საიდენტიფიკაციო მონაცემები მითითებული იქნება შეკვეთის განთავსებისას სავალდებულოდ შესავსებ ველებში).
წინასწარი შეკვეთების მიღების დროისთვის, შესაკვეთი პროდუქციის შესახებ გაცხადებული იქნება პროდუქციის დასახელება, პირველადი ესკიზი, ტექნიკური მახასიათებლები და წინასწარ გადასახდელი თანხა.
შეკვეთის განთავსება შეგიძლიათ როგორც რეგისტრაციის გავლით/ავტორიზაციით, ასევე მის გარეშე.
მომხმარებლისთვის წინასწარი შეკვეთის მომენტში ცნობილი იქნება მონეტის პირველადი ესკიზი, რომელიც წარმოების პროცესში შესაძლებელია დაიხვეწოს და მცირედით განიცადოს ცვლილება.
არა, მონეტების შეძენა მხოლოდ შპს "ონლაინ თიქეთსის" ელექტრონული პლატფორმის - www.tkt.ge -ის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
წინასწარი შეკვეთის განთავსებისთვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია / ავტორიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე, აირჩიოთ სასურველი პროდუქტი, სასურველი რაოდენობა და მიჰყვეთ შესაბამის ეტაპებს.
თანხის გადახდა შესაძლებელი ნებისმიერი VISA / MasterCard / Amex ტიპის ბარეთებითაა.
წინასწარი შეკვეთის განთავსებისას, მომხმარებელმა ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდის საშუალებით უნდა გადაიხადოს პროდუქციის ღირებულების ნაწილი ვებგვერდზე მითითებული თანხის ოდენობით პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ხოლო პროდუქციის ღირებულების დარჩენილი ნაწილს გადაიხდის პროდუქციის გამოსვლის შემდეგ, მისი მიღებისას საკასო ცენტრში, ნაღდი ფულით ან პლასტიკური ბარათის მეშვეობით.
ნებისმიერი VISA / MasterCard / Amex ტიპის ბარათებით.
პროდუქციის ტირაჟი პროდუქციის ოფიციალურად გამოშვებისას, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული შესაბამისი განცხადებით გახდება ცნობილი.
მონეტის ღირებულებას დაემატება:
მიწოდების თანხა - თბილისის შემთხვევაში 5 ლარი, თბილისს გარეთ, საქართველოს მასშტაბით 15 ლარი;
მონეტის დაზღვევის საფასური - მონეტის სარეალიზაციო ფასის 0.4%;
ვებგვერდის მომსახურების საკომისიო - მონეტის სარეალიზაციო ფასის 3%;
ტრანზაქციის საკომისიო - მონეტის სარეალიზაციო ფასის 2%.
წინასწარი შეკვეთის განთავსებისას ცნობილი იქნება პროდუქციის გამოსვლის მხოლოდ სავარაუდო პერიოდი. კონკრეტული თარიღი საზოგადოებას ეცნობება მოგვიანებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული შესაბამისი განცხადებით.
მონეტის რეალიზაციის დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში დაწესდება შეზღუდვები - ერთ მომხმარებელს უფლება აქვს შეიძინოს ერთი მონეტა.
! გაითვალისწინეთ, რომ თუ ერთი მომხმარებელი ერთზე მეტ მონეტას შეკვეთავს ვებგვერდზე, ეროვნული ბანკი მოახდენს აღნიშნულის იდენტიფიცირებას და გააუქმებს ყოველ მომდევნო შეკვეთას მომხმარებლისთვის დამატებითი შეტყობინების გაგზავნის გარეშე. ამ მიზეზით, ეროვნული ბანკის მიერ შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს დაუბრუნდება მხოლოდ მის მიერ გადახდილი უშუალოდ პროდუქციის, გადაზიდვისა და დაზღვევის საფასური. ვებგვერდის მომსახურებისა და ტრანზაქციის საკომისიო უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
დიახ, პროდუქციის შეძენა შესაძლებელი იქნება იმ დაინტერესებულ პირთათვისაც, ვისაც არ ექნება განთავსებული წინასწარი შეკვეთა, რამდენადაც დამზადდება უფრო მეტი პროდუქცია, ვიდრე წინასწარ შეკვეთილი რაოდენობა იქნება. თუმცა, წინასწარი შეკვეთის განთავსების შემთხვევაში, პროდუქტს გარანტირებულად მიიღებთ.
შეკვეთის განთავსებისას თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტასა და საკონტაქტო ნომერზე, მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით, მიღებული ინფორმაცია ნიშნავს შეკვეთის დასტურს.
! გაითვალისწინეთ, რომ თუ შეკვეთის დასტურის შესახებ მითითებულ ელ. ფოსტასა და საკონტაქტო ნომერზე შეტყობინება არ მოსულა ეს ნიშნავს, რომ თქვენი შეკვეთა არაა დადასტურებული.
დიახ, რადგან მომხმარებელს არ ეზღუდება შეკვეთილზე მეტი ოდენობის პროდუქტის შეძენა მისი ოფიციალურად გამოსვლის შემდეგ.
შეკვეთის განთავსების პროცესში, შეკვეთის განმახორციელებელი პირი უთითებს საკუთარ მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი), რის საფუძველზეც იგი ეროვნული ბანკის მიერ ითვლება მომხმარებლად. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს შეძენილი პროდუქციის მხოლოდ აღნიშნულ მომხმარებელზე გადაცემას.
დიახ, ეს შესაძლებელია.
შპს "ონლაინ თიქეთსის" ელექტრონულ პლატფორმაზე შეკვეთის განთავსების პროცესში დამატებითი მიმღები პირის მითითება არ ხდება.
პროდუქციის სარეალიზაციო ფასი ცნობილი გახდება მხოლოდ მისი ოფიციალურად გამოშვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი განცხადებით.
როგორ გამოითვლება მონეტის სარეალიზაციო ფასი?
მონეტის სარეალიზაციო ფასის გამოთვლაში მონაწილეობს შემდეგი კომპონენტები: მონეტის ნომინალი, მონეტების წარმოება, დამზადებული მონეტების ხარისხის შემოწმება, მონეტების შეფუთვა და ტრანსპორტირება - მოწოდება, ასევე სარეალიზაციო ფასის გაანგარიშებისას ერთ-ერთი კომპონენტია უცხოური ვალუტის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი.
მონეტების მიწოდებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ეროვნული ბანკი, მონეტების მიწოდება მოხდება "საინფორმაციო კომუნიკაციის სისტემები" - ის (Federal Express Corporation-ის და TNT - ის წარმომადგენელი საქართველოში) მეშვეობით საქართველოს მასშტაბით.
იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქციის სარეალიზაციო ფასის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, გარდა ნომინალისა, მონეტების დამზადება, შეფუთვა, შემოწმება და ტრანსპორტირება - მოწოდებაზე გაწეული ხარჯია, ასევე სარეალიზაციო ფასის გაანგარიშებისას ერთ-ერთი კომპონენტია უცხოური ვალუტის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი, სარალიზაციო ფასის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ პროდუქციის დამზადებასთან დაკავშირებული ყველა ეტაპის დასრულების შემდგომ.
შეძენილი ოქროს მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) მომხმარებელს დეკემბრის თვის განმავლობაში მიეწოდებათ, ხოლო ვერცხლის მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) კი - 2022 წლის იანვრის განმავლობაში.
შეკვეთის განთავსებისას მომხმარებელის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხა არის პროდუქციის ღირებულების დაახლოებით 50%. პროდუქციის სარელიზაციო ფასი განისაზღვრება მხოლოდ პროდუქციის დამზადების პროცესის დასრულების შემდგომ და გარდა ნომინალისა, იგი დამოკიდებული იქნება პროდუქციის დამზადება-მოწოდებისათვის გაწეულ ხარჯებზე.
არა, მომხმარებელს არ შეუძლია შეკვეთის გაუქმება.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პროდუქციის გამოსვლიდან 2 თვის განმავლობაში (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა) არ მიაკითხავს შეკვეთილ პროდუქტს საკასო ცენტრში და, შესაბამისად, არ გადაიხდის მის დარჩენილ ღირებულებას, წინასწარი შეკვეთა გაუქმდება და მომხმარებელს, მის მიერ წინასწარ გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება.
მონეტის შეძენის პროცესთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ელ. ფოსტა: support@tkt.ge
ტელეფონის ნომერი: 032 2 19 55 77;
პროდუქციის მიღება შესაძლებელი იქნება პროდუქციის ოფიციალურად გამოსვლის შემდეგ, ეროვნული ბანკის მიერ ამისათვის გამოცხადებული პერიოდის განმავლობაში. წინასწარ შეკვეთილი პროდუქცია გაიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, პროდუქციის ღირებულების დარჩენილი ოდენობის გადახდის შემდეგ. ამასთან, ეროვნული ბანკი მუდმივად ორიენტირებულია პროდუქტის დახვეწაზე და სამომავლოდ, გამოყენებული სისტემების ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში მიწოდების სერვისის აქტივაციის შესაძლებლობასაც განიხილავს.
მონეტის მიწოდებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ელ. ფოსტა - info@moneymuseum.nbg.gov.ge
ტელეფონის ნომერი - 032 2 406 406 ან 032 2 296 614
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პროდუქციის გამოსვლიდან 2 თვის განმავლობაში (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა) არ მიაკითხავს შეკვეთილ პროდუქციას, წინასწარი შეკვეთა გაუქმდება და მომხმარებელს, მის მიერ წინასწარ გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება.
დიახ, მაგრამ მომხმარებლის მიერ წინასწარ განთავსებული შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, წინასწარ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება არ მოხდება.
წინასწარი შეკვეთა გაუქმდება და მომხმარებელს დაუბრუნდება წინასწარ გადახდილი თანხა თუ ვერ მოხერხდება შესაბამისი პროდუქციის ოფიცალური გამოშვება ან/და მოხდება გამოსაშვები პროდუქციის დამზადების თაობაზე ეროვნული ბანკის არსებული გადაწყვეტილების ცვლილება ან სხვა ობიექტური გარემოებების გამო. აღნიშნულის შემთხვევაში, გამოცემული იქნება შესაბამისი საჯარო განცხადება ან/და მოხდება მომხმარებლის ინფორმირება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
დიახ, რადგან პროდუქციის მიღების უფლება აქვს მომხმარებელს ან მომხმარებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს, რომლის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ეროვნულ ბანკს ეცნობება მომხმარებლის მიერ ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
მიმდინარე ეტაპზე წინასწარ შეკვეთილი პროდუქციის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში. თუმცა, ეროვნული ბანკი მუდმივად ორიენტირებულია პროდუქტის დახვეწაზე და სამომავლოდ, გამოყენებული სისტემების ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში მიწოდების სერვისის აქტივაციის შესაძლებლობასაც განიხილავს.
FinEdu - ეს არის პირველი ქართული საგანმანათლებლო ვებ-პორტალი, რომელიც სრულად ფინანსურ განათლებას ეძღვნება და თავს უყრის ისეთ საგანმანათლებლო რესურსებს, როგორიცაა პუბლიკაციები და ბლოგები, ბროშურები, სახელმძღვანელოები და სხვა მსგავსი საბეჭდი და დამხმარე მასალა, ვიდეო და აუდიო კონტენტი. ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის (გარდა საავტორო ბლოგებისა) ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მიერ გამოყენება თავისუფლად არის შესაძლებელი. ამასთან, დაუშვებელია აღნიშნული მასალის კომერციული მიზნით გამოყენება. ვებგვერდზე წარმოდგენილია მიუკერძოებელი და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ინფორმაცია.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების ძირითადი მიზანია საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, ასევე, საფინანსო სექტორისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლების, მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვისა და ბაზარზე არსებული საფინანსო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც მომხმარებლის მიერ ახალი საფინანსო პროდუქტების აქტიურ გამოყენებას, ასევე, მათთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკის შემცირებას. აღნიშნულის მისაღწევად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებულია „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი“, რომელმაც ჩაანაცვლა მანამდე არსებული წესები. აღნიშნული წესის შესრულების უზრუნველყოფის გარდა, განყოფილების ერთ-ერთი ფუნქციაა მომხმარებლებისაგან პრეტენზიების მიღება, განხილვა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება.
ფინანსური განათლება ეს არის ფინანსური ცოდნის, ქცევებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომლებიც ადამიანს ეხმარება, სწორად შეაფასოს გარემო, მის წინაშე არსებული რისკები და შესაძლებლობები, მიიღოს გონივრული, გააზრებული, პასუხისმგებლობასა და შესაბამის ინფორმაციაზე დაფუძნებული ფინანსური გადაწყვეტილებები. ფინანსური განათლება ადამიანს საკუთარი უფლებების უკეთ დაცვასა და პირადი თუ ოჯახის ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში ეხმარება.
FinEdu-ს მისიაა, ფინანსური პროდუქტების თითოეული მომხმარებლის ცხოვრებაში სანდო და კომპეტენტური ფინანსური მეგზური გახდეს, ყველა მათგანს მისცეს მოტივაცია და თავდაჯერებულობა, დაისახონ ფინანსური მიზნები და ისწრაფვონ მათი განხორციელებისაკენ, იყოს ამ ადამიანების მუდმივი თანამგზავრი საბოლოო მიზნამდე - თითოეული მათგანის პირად და ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობამდე.
ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს ფინანსურ კეთილდღეობას მიაღწიოს და აცნობიერებს, რომ ამისთვის საჭიროა ფლობდეს სანდო, კომპეტენტურ და ობიექტურ ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც მიიღებდა მისთვის ხელსაყრელ და, შესაბამისად, გონივრულ გადაწყვეტილებას.
ასევე, მათთვის, ვინც პროფესიული ან სხვა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ავრცელებს ფინანსურ განათლებას და ამ მიზნით სჭირდება სანდო და უტყუარი ინფორმაცია და დამხმარე მასალები.
ფინანსური განათლების პორტალი შეიქმნა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში. აღნიშნული სტრატეგიის განხორციელებას სათავეში უდგას საქართველოს ეროვნული ბანკი, თუმცა, მასში ჩართულია არაერთი კერძო კომპანია (ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები), საჯარო სტრუქტურა, სასწავლო დაწესებულება და საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები თუ დონორები.
ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი და ლიცენზირებული ყველა კომერციული ბანკისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისთვის - საკრედიტო კავშირებისთვის და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის.
აღნიშნული წესი ადგენს ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის, ასევე, თავდებისა და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეისთვის ხელშეკრულების გაფორმებამდე, გაფორმებისას, მათ შორის დისტანციურად, და შემდგომში ინფორმაციის მიწოდების სტანდარტს. წესი ადგენს ხელშეკრულების ფორმას, აწესებს მოთხოვნებს რეკლამირება-შეთავაზებასთან დაკავშირებით, ასევე, განსაზღვრავს მომხმარებელთა პრეტენზიების მიღება-აღრიცხვის პროცესებსა და პროცედურებს. წესი სხვადასხვა მომსახურებაზე გარკვეულ შემთხვევებში ადგენს საკომისიოს მაქსიმალურ ზღვარს, მათ შორის ამონაწერის გაცემასთან, არააქტიურ პროდუქტებთან, სესხის წინსწრებით დაფარვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ფინანსურ ორგანიზაციას აღნიშნული წესი ავალდებულებს მომხმარებლებთან ურთიერთობისას დაიცვას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების აღიარებული ნორმები და სესხის ამოღების პროცესის მიზნებისთვის შეიმუშაოს ეთიკის კოდექსი.
წესის გარკვეული მოთხოვნები ვრცელდება ფინანსური ორგანიზაციების მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებასა და პროდუქტზე. ამასთან, ხელშეკრულებების გაფორმებასა და სახელშეკრულებო ურთიერთობებთან დაკავშირებული სტანდარტები ძირითადად 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარამდე ან ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში მოცულობის სესხებსა და დეპოზიტებს ეხება.
ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. ფინანსური ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების დარღვევა ვერ იქნება ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი, თუ აღნიშნული გარემოება ამავდროულად არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ხელშეკრულების ბათილობის კრიტერიუმებს.
2021 წლის 1 აპრილიდან ამოქმედებული წესის გარკვეული მოთხოვნები, როგორიცაა, მაგალითად, მომხმარებლის ინფორმირებისთვის დადგენილი ვადები, მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების გადაცემის ფორმა და სიხშირე და ა. შ., ვრცელდება მათ შორის წესის ამოქმედებამდე დადებულ ხელშეკრულებებზეც. ამასთან, რიგი მოთხოვნები მოწესრიგებულია 2021 წლის 1 აპრილამდე მოქმედი წესით. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ 2021 წლის 1 აპრილამდე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების ცვლილების შემთხვევაში, როცა ამავდროულად ფორმდება ცვლილების ხელშეკრულება, მოქმედებს ახალი წესის მოთოვნები.
კრედიტის წინსწრებით დაფარვისთვის დაკისრებული საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და ის ნარჩენი ძირი თანხის 2%-ს შეადგენს. ამასთან, ზემოხსენებული წესის მოქმედების ფარგლებში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა დამოკიდებულია სესხის/კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპსა (ფიქსირებული, ცვლადი, ინდექსირებული) და სესხის/კრედიტის წინსწრებით დაფარვის მომენტიდან სესხის/კრედიტის დასრულებამდე დარჩენილ ვადაზე.მაგალითად, თუ სესხი/კრედიტი ცვლადგანაკვეთიანია და სესხის/კრედიტის წინსწრებით დაფარვის მომენტში სესხის/კრედიტის დარჩენილი ვადა 25 თვეს შეადგენს, წინსწრებით დაფარვის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა წინსწრებით დაფარვის მომენტში დარჩენილი ძირი თანხის 1%-ს არ უნდა აღემატებოდეს (საკომისიოების ოდენობების შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ამასთან, 2021 წლის 1 აპრილამდე დადებულ ხელშეკრულებებზე, რომლებზეც არ მომხდარა ცვლილება, წინსწრებით დაფარვის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა დამოკიდებულია სესხის/კრედიტის დაფარვის მომენტიდან სესხის/კრედიტის დასრულებმადე დარჩენილ ვადაზე. მაგალითად, თუ სესხი გაცემულია 2018 წლის მაისში და ის წინსწრებით იფარება 2021 წლის სექტემბერში, ხოლო გრაფიკის მიხედვით სესხის/კრედიტის დარჩენილი ვადა შეადგენს 10 თვეს, წინსწრებით დაფარვის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა წინსწრებით დაფარვის მომენტში სესხის/კრედიტის ნარჩენი ძირი თანხის 0.5%-ს არ უნდა აღემატებიდეს (მეტი ინფორმაცია 2021 წლის 1 აპრილამდე დადებული ხელშეკრულებების წინსწრებით დაფარვის საკომისიოების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
თუ ფიზიკური პირის მიერ კომერციულ ბანკში აღებული ლარის სესხის მიზნობრიობა იმავე, ან სხვა კომერციულ ბანკში უცხოური ვალუტით აღებული სესხის რეფინანსირებაა (ანუ ადგილი აქვს ფიზიკური პირის სესხის კონვერსიას ლარში), კომერციულ ბანკს ეკრძალება ფიზიკურ პირს დააკისროს სესხის/კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო.
მომხმარებლის მიერ მომსახურების ნებისმიერ არხში (როგორც ფილიალში, ასევე, დისტანციურ არხში მომხმარებლის დადგენილი წესით იდენტიფიკაციის შემდეგ) სესხის/კრედიტის წინსწრებით დაფარვის ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ზეპირსიტყვიერად მოთხოვნის შემთხვევაში, რაც ადასტურებს მომხმარებლის ნების გამოვლენას, მომხმარებლის ანგარიშზე საკმარისი სახსრების არსებობისას, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია კრედიტის წინსწრებით დაფარვა განახორციელოს იმავე დღეს. თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზით კრედიტის დაფარვა საჭიროებს განსაზღვრულ ვადას, ორგანიზაციას შეუძლია ისარგებლოს ამ ვადით, მაგრამ მოცემულ პერიოდზე არ უნდა განხორციელდეს პროცენტის დარიცხვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ თუ სესხის/კრედიტის თანხა აღემატება 2,000,000 (ორი მილიონი) ლარს, ფინანსურ ორგანიზაციას შეუძლია მომხმარებელს მოთხოვოს წინსწრებით დაფარვის შესახებ მისი ინფორმირების 14 დღიანი ვადა, თუმცა, აღნიშნული გაწერილი უნდა იყოს მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის საკრედიტო ან სადეპოზიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით. შესაბამისად, ის ასახავს იმ რეალურ საპროცენტო განაკვეთს, რომელსაც მომხმარებელი იხდის/იღებს ამათუიმ პროდუქტით სარგებლობისას. ეფექტური საპროცენტო განაკვეთების შედარება მომხმარებელს სხვადასხვა შემოთავაზებებს შორის არჩევანის გაკეთების კარგ საშუალებას აძლევს (ეფექტური საპროცენტო განაკვეთის კალკულატორი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე
თუ მომხარებელს სურს კომერციულ ბანკში პერიოდულ შენატანზე მეტი თანხის წინსწრებით სრულად/ნაწილობრივ დაფარვა, გარდა ანგარიშზე თანხის შეტანისა, მან ასევე უნდა განაცხადოს კრედიტის წინსწრებით დაფარვის სურვილის შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ კომერიცული ბანკი ვალდებული იქნება მოახდინოს კრედიტის ძირითადი თანხის სრული/ნაწილობრივი დაფარვა. ხოლო, სხვა ფინანსური ორგანიზაციები (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სესხის გამცემი სუბიექტი), თუ მომხმარებლის მიერ ანგარიშზე განთავსებული თანხა აღემატება გრაფიკით განსაზღვრულ პერიოდულ შენატანს, სხვაობის თანხას მიმართავს ძირი თანხის შესამცირებლად მიუხედავად იმისა, მომხმარებელი დააფიქსირებს თუ არა აღნიშნულ მოთხოვნას.
ფინანსური ხარჯი არის მომხმარებლის მიერ საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობისთვის გასაწევი აუცილებელი ხარჯი, მაგალითად: საპროცენტო ხარჯი/შენატანები, მომსახურებაზე ფინანსური ორგანიზაციის მიერ დაწესებული გადასახდელები, აუცილებელი დაზღვევის ხარჯი, ქონების ღირებულების შეფასების ხარჯი, სანოტარო ხარჯი და სხვა.
ხოლო ის ხარჯები, რომელიც მომხმარებელს ისედაც უნდა გაეწია, მიუხედავად იმისა, ისარგებლებდა თუ არა სესხით/კრედიტით, არ მიეკუთვნება ფინანსურ ხარჯებს და არ გაითვალისწინება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებისას. მაგალითისთვის, ფინანსურ ხარჯად არ მიიჩნევა პირადობის დამადასტურებელი ვადაგასული მოწმობის განახლების ხარჯი, რამდენადაც მისი განახლება უშუალოდ სესხით.კრედიტით სარგებლობასთან პირდაპირ კავშირში არ არის.
ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების დადების მომენტში მომხმარებელს შეუთანხმდეს იმ არხსა და პერიოდულობაზე, რომლის მიხედვითაც მოხდება ინდექსის ცვლილების შემთხვევაში მომხმარებლის ინფორმირება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება მომხმარებელსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდექსი, აღნიშნულის შესახებ ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა აცნობოს ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორმით.
ხელშეკრულების თავსართი არის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი, რომელიც წინ უსწრებს ხელშეკრულების ყველა სხვა ნაწილს. თავსართში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებს და მოიცავს მათ შორის ნომინალურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს, პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს, პირგასამტეხლოების ოდენობასა და სხვა მნიშვნელოვან სახელშეკრულებო ინფორმაციას. თავსართში, ასევე, მითითებულია უკმაყოფილების შემთხვევაში რა ფორმით შეუძლია მომხმარებელს დააფიქსიროს თავისი პრეტენზია. თავსართი მომხმარებელს ეხმარება გაიგოს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემოთავაზებულ პირობებთან დაკავშირებით და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება სასესხო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებით, რამდენადაც მასში მოკლედ და გასაგები ენითაა გადმოცემული ხელშეკრულების ძირითადი პირობები.
მომხმარებლის მიერ კრედიტის ვადაგადაცილების შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს, ასევე, თანამსესხებელს, და/ან თავდებს და/ან სოლიდარულ თავდებს დაუყოვნებლივ, შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. ფინანსური ორგანიზაცია არ არის პასუხისმგებელი აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობაზე, თუ მომხმარებელთან და/ან თავდებთან და/ან სოლიდარულ თავდებთან დაკავშირება ვერ ხერხდება ამ უკანასკნელების მიერ საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის გამო, რის შესახებაც ფინანსურ ორგანიზაციას არ აქვს ინფორმაცია.
მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მიაწოდოს მას ხელშეკრულების ნიმუში მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელშიც სრულად იქნება მითითებული ხელშეკრულების ყველა მუხლი და წინასწარ ცნობილი პარამეტრი. მომხმარებლის მიერ სპეციალური საფინანსო პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებული განაცხადის გაკეთების შემდეგ კი მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ხელშეკრულების ნიმუში მისთვის შესათავაზებელი კონკრეტული პირობების მითითებით.
ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია შეწყვიტოს არააქტიურ საფინანსო პროდუქტზე საკომისიოს დარიცხვა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მომხმარებელი აღნიშნულის გარდა სარგებლობს სხვა აქტიური არასაკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტებითაც. არააქტიურად ითვლება პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს არ გამოუყენებია ბოლო 12 თვის განმავლობაში, გარდა საკრედიტო პროდუქტებისა, ასევე, იმ მიმდინარე და სადეპოზიტო ანგარიშებისა, რომელზეც არის დადებითი ნაშთი.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებულია ერთზე მეტი უძრავი ან მოძრავი ნივთი, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, კრედიტორი თავად არის უფლებამოსილი განსაზღვროს მათი რეალიზაციის რიგითობა ვალდებულების მოცულობიდან, დაგირავებული ან იპოთეკით დატვირთული ნივთის ღირებულებიდან, ნივთის ლიკვიდურობიდან ან სხვა ინტერესებიდან გამომდინარე.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) შესახებ. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის კლიენტისათვის თვალსაჩინო ადგილას (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი შრიფტის ზომით განთავსება. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ტრანზაქციის შესრულებიდან ნახევარი საათის განმავლობაში მიმართავს ვალუტის გადამცვლელ პუნქტს აღნიშნული ტრანზაქციის გაუქმების მოთხოვნით და წარადგენს ტრანზაქციის შესაბამის ქვითარს, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია გააუქმოს შესრულებული ტრანზაქცია.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სესხს ან დეპოზიტს ფინანსური ორგანიზაციის ნაცვლად შუამავალი თავაზობს, რომელიც არ არის ბანკის თანამშრომელი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებაც ამავე შუამავლს ეკისრება.
რისკის დაზღვევის მოთხოვნა დამოკიდებულია ფინანსური ორგანიზაციის გადაწყვეტილებაზე და აღნიშნული კანონმდებლობით სავალდებულო არ არის. მაგალითად, თუ სესხის/კრედიტის მიღებისთვის ფინანსურმა ორგანიზაციამ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა მოითხოვა, აღნიშნული უშუალოდ ფინანსური ორგანიზაციის მიერ დადგენილი პირობაა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნას არ წარმოადგენს.
ამ რეჟიმის ქვეშ მოქმედი გაცვლითი კურსი მთლიანად განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან, საინვესტიციო ფონდებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის. ეროვნული ბანკი არანაირ გავლენას არ ახდენს გაცვლითი კურსის განსაზღვრის პროცესზე. ცხადია, რომ მსგავსი რეჟიმის არსებობის პირობებში გაცვლითი კურსი ხასიათდება საგრძნობი მერყეობით, მაგრამ იმავდროულად, მოქნილობის გამო იგი თამაშობს შოკების შემწოვ ფუნქციასაც.
სავალუტო ფორვარდის ინდექსი არის საქართველოს საფინანსო ბაზარზე კომერციული ბანკების სავალუტო ფორვარდის საბაზრო (საშუალო) ფასების საორიენტაციო მაჩვენებელი. მისი გამოთვლა ხდება ბანკთაშორის ფორვარდულ ბაზარზე კომერციული ბანკების მიერ დადგენილი განაკვეთების საფუძველზე. ფიზიკური და იურიდიული პირები ფორვარდული კონტრაქტების დადებას ახორციელებენ იმ კომერციულ ბანკებთან, ვინც სთავაზობს აღნიშნულ მომსახურებას (დღეისათვის ათი კომერციული ბანკი). კონკრეტული კონტრაქტისათვის ფორვარდის ფასს განსაზღვრავს კომერციული ბანკი, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინდექსი დაეხმარება მომხმარებელს წარმოდგენა ჰქონდეს სავალუტო ფორვარდის საბაზრო (საშუალო) ფასებზე.
სავალუტო ფორვარდული კონტრაქტი არის ფართოდ მოხმარებადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სავალუტო რისკების ჰეჯირებისათვის (დაზღვევისათვის). ფორვარდი იძლევა შესაძლებლობას, წინასწარ განსაზღვრული კურსით, დღეს დაიდოს სავალუტო გარიგება ხოლო შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდეს მომავალში. ფორვარდის ინდექსი წარმოადგენს ორი ვალუტის საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობას. ფორვარდი არ არის გაცვლითი კურსის პროგნოზი.
მაგალითისათვის: კონკრეტული თარიღისათვის თუ რომელიმე X ბანკის 1 თვიანი სავალუტო ფორვადის ყიდვის ფასი არის 40.55, ხოლო კომერციული ბანკის მიერ აშშ დოლარის ყიდვის იმ დღის კურსი არის 1.6270, მაშინ ამ კომერციულ ბანკთან კლიენტს შეუძლია გააფორმოს სავალუტო ფორვარდული კონტრაქტი, რომლის ფორვარდული კურსი იქნება 1.6311 (1.6270+40.55/10000=1.6311).
სავალუტო ფორვარდის ინდექსი ყოველდღიურად განახლდება და მისი ნახვა შესაძლებელი იქნება ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდზე.
სახაზინო ვალდებულება არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული ერთ წლამდე ვადიანობის დისკონტური ფასიანი ქაღალდი, რომელიც იყიდება დისკონტით, ანუ ნომინალზე დაბალ ფასად. დისკონტის სიდიდე განისაზღვრება აუქციონზე. სახაზინო ვალდებულების მფლობელი დაფარვის ვადის დადგომისას ფინანსთა სამინისტროსგან იღებს ნომინალის ტოლ თანხას. სხვაობა ნომინალსა და შესყიდვის ფასს შორის წარმოადგენს მფლობელის შემოსავალს.
ბუღალტრული და სხვა ოფიციალური მიზნებისათვის ხშირად გამოიყენება ლარის ოფიციალური კურსი, რომელიც გაიანგარიშება ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით.
ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობა მიმდინარეობს საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში ("ბლუმბერგი"). დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოითვლება ლარის საშუალო შეწონილი კურსი აშშ დოლარის მიმართ, რომელიც ცხადდება ოფიციალურ გაცვლით კურსად შემდგომი დღისთვის. სხვა ქვეყნის ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი განისაზღვრება საერთაშორისო ბაზრებზე ან ემიტენტი ქვეყნის შიდა სავალუტო ბაზარზე (დღის სამი საათისათვის) არსებული კურსების კროს-კურსული გადაანგარიშების საფუძველზე. გადაანგარიშებისთვის საჭირო გაცვლითი კურსების შესახებ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს "როიტერის", "ბლუმბერგის" საინფორმაციო სისტემები და შესაბამისი ქვეყნების ცენტრალური ბანკები. ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გავრცელება ამ სისტემებიდან ხდება ავტომატურ რეჟიმში.
ინფორმაცია ოფიციალური გაცვლითი კურსების შესახებ ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, არა უგვიანეს გაანგარიშების დღის 17:00 საათისა. ლარის ოფიციალური კურსის დადგენის წესი იხილეთ შესაბამის სამართლებრივ აქტში.
ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქცია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მართვაა, რომელიც მისი ბალანსის ყველაზე მსხვილ აქტივს წარმოადგენს. საერთაშორისო სარეზერვო აქტივების დასაშვები შემადგენლობა განისაზღვრება ორგანული კანონით.
საერთაშორისო სარეზერვო აქტივების გაანგარიშდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით და ქვეყნდება თვის დამთავრებიდან მე-7 დღეს, ეროვნული ბანკის საიტზე.
საერთაშორისო რეზერვების მართვის ძირითად პრინციპებსა და სტრატეგიებს ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. ძირითადი პრინციპებია პირველ რიგში უსაფრთხოება, შემდეგ ლიკვიდურობა და ბოლოს შემოსავლიანობა. შესაბამისად საერთაშორისო რეზერვები განთავსებულია მხოლოდ მაღალი რეიტინგის მქონე სახელმწიფო და მულტინაციონალურ ფასიან ქაღალდებსა და ბანკების დეპოზიტებზე.
საქართველოში მოქმედებს მართვადი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას უფრო მეტად ვიდრე ეს ფიქსირებული კურსის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის ამოცანას არ წარმოადგენს ლარის კურსის ფიქსაცია, შესაბამისად არ ხდება ბანკის ჩარევა სავალუტო ბაზრის პროცესში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს კურსის მკვეთრ ცვლილებას.
საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარი, რომელიც მიმოქცევაში 1995 წლიდან გავიდა, აშშ დოლარზე 1997 წლამდე იყო მიბმული – ამის მიზეზი გახლდათ ქვეყანაში მოქმედი ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმი. გაცვლითი კურსის მსგავსი პოლიტიკის პირობებში ქვეყნის ვალუტა მიბმულია რომელიმე სხვა ქვეყნის ვალუტასთან ან ვალუტების კალათასთან. იმ პერიოდისთვის ფიქსირებული კურსის რეჟიმი სასურველ ალტერნატივას წარმოადგენდა, ვინაიდან ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის პირობებში, რაც ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებით იყო გამოწვეული, ისედაც შესუსტებული იყო ეროვნული ვალუტისადმი ნდობა და გაცვლითი კურსის მიბმა უზრუნველყოფდა კურსის სტაბილურობის შენარჩუნებას (აშშ დოლარის გაცვლითი კურსის შესაბამისად) და ნდობის აღდგენას.
1997 წლიდან საქართველოში ამოქმედდა მართვადი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომლის პირობებში გაცვლითი კურსის განსაზღვრა ხდება საბაზრო ძალების მიხედვით - მოთხოვნა-მიწოდების ურთიერთქმედებით. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო როგორც თეორიული მოსაზრებები, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომელმაც აჩვენა რომ ჩვენი ქვეყნის მსგავსი წყობისთვის მცურავ გაცვლითი კურსის რეჟიმს უფრო მეტი უპირატესობანი გააჩნია ვიდრე ფიქსირებულ რეჟიმს.
ქვეყნისთვის ფიქსირებული კურსის რეჟიმი ან საერთო ვალუტის შემოღება ოპტიმალური გამოსავალია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იძლევა მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტურობის მიღწევის საშუალებას. იმისათვის რომ ეს პირობა რეალურად განხორციელდეს, საჭიროა, რომ მონაწილე ქვეყნებს შორის არსებობდეს კაპიტალისა და შრომის რესურსების მობილურობა, რისკის გაზიარების პრინციპი და ერთნაირი ბიზნეს ციკლები. საქართველოსა და აშშ-ს შემთხვევაში კი ეს წინაპირობები არ არის და შესაბამისად არის საფუძველი იმისა, რომ ფიქსირებული კურსის რეჟიმი გახდეს ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი ერთ-ერთი მიზეზი.
აშშ საქართველოს ერთ-ერთი მსხვილ სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ჩვენი ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობები ვრცელდება ბევრს სხვა ქვეყანაზე, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა ვალუტები და გაცვლითი კურსის რეჟიმები. შესაბამისად, ლარის კურსის დოლარზე მიბმა გამოიწვევს მის ფიქსირებას ერთი ვალუტის მიმართ და დარჩება ცვალებადი სხვა ვალუტების მიმართ. აქედან გამომდინარე ლარის კურსის დაფიქსირება პრაქტიკულად შეუძლებელია. 1990-იანი წლების ბოლოს აზიის კრიზისმა აჩვენა, რომ დოლარის კურსის გამყარებამ გამოიწვია მასზე მიბმული ვალუტების გამყარებაც სხვა ვალუტების მიმართ, რომლებიც არ იყვნენ დამოკიდებული დოლარზე. წამყვანი ვალუტის გამყარების შედეგად შემცირდა მასზე მიბმული ქვეყნების კონკურენტუნარიანობა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და გამოიწვია ექსპორტის ვარდნა და იმპორტის მატება, რაც იწვევს სავაჭრო ბალანსის გაუარესებას. მსგავსმა პრობლემამ იჩინა თავი როგორც ბალტიისპირეთის, ასევე ლათინოამერიკის ზოგიერთ ქვეყნებშიც. ფიქსირებული გაცვლითი კურსის არსებობის პირობებში, მსგავსი რისკის წინაშე დადგება საქართველოც, როცა რეალური გაცვლითი კურსის გამყარება არ იქნება მხარდაჭერილი ქვეყანაში მიმდინარე ფაქტორებით.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფიქსირებული გაცვლითი კურსის პირობებში ფერხდება ეფექტური და დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა. მაგალითად, რეცესიული ეკონომიკის პირობებში, როდესაც საჭიროა ეკონომიკის წახალისება და ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის გატარება, როგორც ეს საქართველოში მოხდა 2008-2009 წლებში, დოლარზე მიბმული კურსის არსებობა შეზღუდავდა ეროვნული ბანკისა თუ მთავრობის ღონისძიებების არეალს და შეამცირებდა მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელობას, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია ერთდროულად ორ აგრეგატზე - ფულის მიწოდებასა და გაცვლით კურსზე ზემოქმედება. გარდა ამისა, როცა საქართველო და აშშ იმყოფება ბიზნეს ციკლის სხვადასხვა ეტაპზე, მათი ეკონომიკებისთვის მიზანშეწონილია სხვადასხვა სახის მონეტარული პოლიტიკის გატარება. მაგალითად, თუ ამერიკაში არის რეცესია და ტარდება ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა, იგი ავნებს საქართველოს ეკონომიკას, როცა ის გაფართოების სტადიაზეა.
გარდა ზემოთ აღნიშნული ნაკლოვანებებისა, ფიქსირებული კურსის რეჟიმი ხელს უწყობს გარე (ეგზოგენური) ინფლაციის იმპორტირებას ქვეყანაში და კიდევ უფრო ამწვავებს ეგზოგენური ფაქტორებით გამოწვეულ კრიზისებს, მაშინ როდესაც მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი გარე შოკების შემწოვი ერთ-ერთი საშუალებაა და ავტომატური მასტაბილიზირებელის როლს თამაშობს. მაგალითად, 2010 წელს დაფიქსირებული ფასების მატება, რაც ძირითადად გარე მიწოდების ფაქტორებით იყო გამოწვეული, კიდევ უფრო გამწვავდებოდა ფიქსირებული კურსის პირობებში. ეგზოგენური ფასების მატება იწვევს ქვეყნის იმპორტის შემცირებას, რაც ეროვნულ ვალუტას ამყარებს და ნაწილობრივ ანეიტრალებს იმპორტირებულ ინფლაციას.
ზემოთ განხილული ფაქტორებიდან გამომდინარე, ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმი შეიძლება გახდეს ეკონომიკის ზრდის შემაფერხებელი ერთ-ერთი ფაქტორი და, შესაბამისად, არასასურველია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობას გლობალური მონეტარული თანამშრომლობის, საერთაშორისო ვაჭრობის, მაღალი დასაქმებისა და სიღარიბის შემცირების გზებით. ამჟამად, საერთაშორისო სავალუტო ფონდში 187 ქვეყანაა გაწევრიანებული. საქართველოში სსფ-ის მისია 1992 წლის 5 მაისიდან მოქმედებს. დაარსებიდან 2011 წლის 30 ივნისამდე სსფ-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სესხების ჯამური ოდენობა შეადგენს 974,350,000 სდრ-ს, რომლის ამჟამინდელი ბალანსი შეადგენს 672,950,000 სდრ-ს. სდრ წარმოადგენს საერთაშორისო სარეზერვო აქტივს, რომელიც შექმნილია სსფ-ს მიერ და გამოიყენება როგორც საანგარიშო ერთეული (unit of account). სდრ-ს ღირებულება განისაზღვრება მსოფლიოს წამყვანი ვალუტების კალათის მიხედვით. (საქართველოს ფინანსური პოზიცია ფონდში და სხვა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სსფ-ს ვებგვერდზე).
კომპანიას, რომელსაც გააჩნია საკუთარი აქტივებისა და ვალდებულებების შეუსაბამობა ვალუტაში, საბაზრო ეკონომიკის პირობებში წარმოექმნება გაცვლითი კურსის რისკი ანუ სავალუტო რისკი. საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ კომპანიებზე განსაკუთრებულად მოქმედებს სავალუტო რისკი თავიანთი ბიზნესის ბუნებიდან გამომდინარე.
სავალუტო რისკი ართულებს კომპანიებისთვის ეკონომიკური დაგეგმარების პროცესს და საბოლოო ფინანსური შედეგის განსაზღვრას.
ვინ დგას სავალუტო რისკის წინაშე?
ექსპორტიორები
ექსპორტირებული საქონლის ღირებულებას მომწოდებელს უხდიან ეროვნული ვალუტით, ამონაგებს კი იღებენ უცხოური ვალუტით. ექსპორტიორისათვის, ეროვნული ვალუტის გამყარება ნიშნავს ნაკლები ლარის მიღებას (პოტენციური ნაკლები შემოსავალი), რადგან ის ნაკლებ ლარს მიიღებს ექსპორტირებული საქონლის სანაცვლოდ და პირიქით, მიიღებს მეტ ლარს (პოტენციური დამატებითი შემოსავალი), თუ ეროვნული ვალუტა გაუფასურდება.
იმპორტიორები
იმპორტირებული საქონლის ღირებულებას იხდიან უცხოური ვალუტით, ხოლო ამონაგებს იღებენ ეროვნული ვალუტით. ექსპორტიორებისგან განსხვავებით, ლარის კურსის გაუფასურება წამგებიანი იქნება იმპორტიორი კომპანიებისთვის, ვინაიდან იმპორტიორს მოუწევს მეტი ლარის გადახდა (პოტენციური დამატებითი ხარჯი), რათა გაისტუმროს უცხოური ვალუტით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო თუ ეროვნული ვალუტა გამყარდება, იმპორტიორს მოუწევს ნაკლები ლარის გადახდა (პოტენციური დამატებითი შემოსავალი).
ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავლები წარმოდგენილია ეროვნული (უცხოური) ვალუტით, ვალდებულებების (სესხების) დაფარვა კი უხდებათ უცხოური (ეროვნული) ვალუტით;
სავალუტო რისკი ქმნის საბოლოო ფინანსური შედეგის გაურკვევლობას ექსპორტიორებისა და იმპორტიორებისთვის. აქედან გამომდინარე, მათ არ შეუძლიათ ზუსტად გაითვალისწინონ სავალუტო რისკი პროდუქციის ფასწარმოქმნისას, რაც ართულებს ბიზნეს დაგეგმარების პროცესს.
სავალუტო რისკის შემცირების საშუალება არის ჰეჯირება, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს ბიზნეს პროცესების შესაბამისი ორგანიზებით, ისე რომ კომპანიამ მაქსიმალურად აარიდოს თავი სავალუტო რისკებს ან სხვადასხვა ფინანსური ინტრუმენტების გამოყენებით.
სავალუტო რისკის მინიმიზაციის მიზნით გამოიყენება ჰეჯირების სხვადასხვა ინტრუმენტი. სავალუტო რისკის ჰეჯირების ძირითადი მიზანია, თავიდან იქნას აცილებული გაცვლითი კურსის რყევებისგან გამოწვეული გაურკვევლობები.
სავალუტო ჰეჯირება საშუალებას აძლევს იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს:
სავალუტო რისკის ჰეჯირების საუკეთესო საშუალება არის „ბუნებრივი ჰეჯირება“. ბუნებრივი ჰეჯირება არის ბიზნეს პროცესების ისეთი დაგეგმარება-წარმართვა, რომ კომპანიის ფულადი ნაკადების მოცულობა (შემოსავლები და ხარჯები) ვალუტების მიხედვით სრულად ან მაქსიმალურად სრულად შეესაბამება ერთმანეთს და ამგვარად აცილებულია ან მინიმუმამდეა დაყვანილი სავალუტო რისკი.
ბუნებრივი ჰეჯირების უპირატესობა არის ის, რომ არ საჭიროებს დამატებით დანახარჯებს და პირდაპირ უკავშირდება კომპანიის ბიზნეს პროცესებს. თუმცა, ყველა კომპანიას არ აქვს საშუალება, ასეთი ქმდებით დაიცვას თავი სავალუტო რისკისგან.
კომპანიებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ბუნებრივი ჰეჯირების საშუალებით დაიცვან თავი სავალუტო რისკისგან, მიმართავენ სავალუტო რისკის ჰეჯირების სხვა ინსტრუმენტებს: სავალუტო კონტრაქტებს, რომლის საშუალებით ისინი მომავალში იყიდიან ან გაყიდიან უცხოურ ვალუტას წინასწარ შეთანხმებული გაცვლითი კურსით წინასწარ შეთანხმებულ თარიღზე. ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის სხვადასხვა სავალუტო კონტრაქტები წარმოადგენენ ფინანსურ ინსტრუმენტებს, ე.წ სავალუტო წარმოებულებს (დერივატივებს). სავალუტო ფინანსურ ინსტრუმენტებს განეკუთვნება: სავალუტო ფორვარდები, ოპციონები, სვოპები. აღნიშნული ინსტრუმენტების შეთავაზება ხდება ძირითადად ბანკების მიერ.
სავალუტო რისკის ჰეჯირებისათვის გამოიყენება შემდეგი ფინანსური ინტრუმენტები:
სავალუტო ფორვარდული გაცვლითი კურსის გამოთვლა ხდება შესაბამისი კალკულაციის საფუძველზე. ფორვარდული კურსი დამოკიდებულია შესასყიდი/გასაყიდი ვალუტის მიმდინარე გაცვლით კურსზე და ამ ორი ვალუტის საპროცენტო განაკვეთების სხვაობაზე. მაგალითად, თუ საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაზე ნაკლებია ლარის საპროცენტო განაკვეთებზე, უცხოური ვალუტის მყიდველს მომავალში შეუძლია იყიდის ეს ვალუტა მიმდინარე კურსზე უფრო მაღალი კურსით. თუ საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაზე მაღალია ლარის საპროცენტო განაკვეთებზე, უცხოური ვალუტის მყიდველს მომავალში შეუძლია იყიდოს ეს ვალუტა მიმდინარე კურსზე უფრო დაბალი კურსით.
ფორვარდული კურსი შესაძლოა გამოითვალოს შემდეგი ფორმულით:

F - ფორვარდული კურსი
S - სპოტური კურსი (კონტრაქტის დადების დღეს არსებული)
Rd - წლიური საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით
Rf - წლიური საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტით
D - ფორვარდის ვადიანობა (დღე)
ფორვარდული კურსი არ წარმოადგენს კონკრეტულ ვალუტებს შორის გაცვლითი კურსის პროგნოზს, არამედ ის არის ამ ვალუტების შესაბამისი საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობიდან გამოთვლილი გაცვლითი კურსი.
უცხოური ვალუტის ფორვარდული შესყიდვის შემთხვევაში, კომპანიას მოუწევს დამატებითი ხარჯების გაწევა თუ ვალუტირების დღეს მიმდინარე სავალუტო გაცვლითი კურსი დაბალია წინასწარ შეთანხმებულ ფორვარდულ კურსზე.
უცხოური ვალუტის ფორვარდული გაყიდვის შემთხვევაში, კომპანიამ შესაძლოა დაკარგოს პოტენციური მოგება, თუ ვალუტირების დღეს სავალუტო გაცვლითი კურსი მაღალი იქნება წინასწარ შეთანხმებულ ფორვარდულ კურსზე.
ორივე შემთხვევაში ჩანს უცხოური ვალუტის ფორვარდულ ყიდვა/გაყიდვასთან დაკავშირებული ზედმეტი დანახარჯები. თუმცა, ეს არის მცირე ფასი, რომელიც კომპანიებმა შეიძლება გადაიხადონ უსაფრთხოებისა და განუსაზღვრელობის შემცირების სანაცვალოდ.
კომპანიებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ როგორც ექსპორტის ასევე იმპორტის ოპერაციებში ერთი და იმავე ვალუტით, გაცვლითი კურსის რისკი იქნება უფრო მცირე, ვიდრე ეს მხოლოდ ექსპორტიორი ან, მხოლოდ იმპორტიორი კომპანიების შემთხვევაშია.
მაგალითად ავიღოთ კომპანია, რომელსაც საექსპორტოდ გააქვს პროდუქცია, რომლის წარმოებისათვის საჭირო რესურსების დიდი ნაწილიც იმპორტირებულია. თუ საწარმო იმპორტის ღირებულებას ფარავს უცხოური ვალუტით, ხოლო წარმოებული პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გატანის შედეგად მიღებული ამონაგებიც წარმოდგენილია იმავე უცხოური ვალუტით, მაშინ სავალუტო რისკი ნაწილობრივ მცირდება. ამრიგად, კომპანიის ხარჯების უმეტესი წილი და შემოსავლები დენომინირებულია ერთი და იგივე ვალუტით და შედეგად, კურსის მერყეობა არ წარმოადგენს დიდი რისკის ფაქტორს.
მაგალითები:
როგორ შეიძლება გააკეთოს სავალუტო ჰეჯირება იმპორტიორმა კომპანიამ?
განვიხილოთ კომპანია, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს უცხოური ვალუტით და რეალიზაციას უწევს მას ადგილობრივ ბაზარზე, შესაბამისად, ეროვნული ვალუტით (ლარით). ასეთი კომპანიის დანახარჯების დიდი ნაწილი დენომინირებულია უცხოური ვალუტით, ხოლო შემოსავალს იღებს ლარით.
მაგალითად, კომპანიამ შემოიტანა 1 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი კრედიტით და მისი ფასნამატი წარმოადგენს 20%-ს. შესაბამისად მან უნდა მიიღოს 1,2 მლნ დოლარი ამონაგების სახით, რათა შესძლოს საქონლის თვითღირებულების დაფარვა და დარჩეს გათვალისწინებული მოგებაც. ამ გათვლების საფუძველზე იმპორტიორი ახდენს საქონლის ფასის განსაზღვრას ლარით. მაგრამ კომპანია დგას გაცვლითი კურსის ცვლილების რისკის წინაშე, ვინაიდან თუ 1 მლნ დოლარის ვალდებულების დაფარვის მომენტისთვის ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურდა, მაშინ იმპორტიორს დარჩება ნაკლები მოგება უცხოური ვალუტით, კონვერტირების შემდეგ, ვიდრე თავდაპირველად იყო გათვლილი.
აღნიშნული რისკის თავიდან აცილების მიზნით კომპანიას შეუძლია დადოს სავალუტო ფორვარდის კონტრაქტი მომავალში 1 მლნ უცხოური ვალუტის შეძენის შესახებ. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, მას უკვე შეეძლება წინასწარ განსაზღვროს თუ რა კურსით მოუწევს ამონაგების კონვერტირება უცხოურ ვალუტაში და გაიმარტივებს ბიზნეს დაგეგმარების პროცესს. კონტრაქტის ვადიანობა კი დამოკიდებული იქნება ფირმის მიერ უცხოური ვალუტით ვალდებულების დაფარვის თარიღზე.
რომელი ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენება სჯობს იმ შემთხვევებისთვის როცა კომპანიისთვის ჯერ გაურკვეველია დასჭირდება თუ არა სახსრები სხვა ვალუტით?
განვიხილოთ კომპანია, რომელმაც განაცხადი შეიტანა საქონლის მიწოდების შესახებ გამოცხადებულ ტენდერზე/აუქციონზე და წინასწარ მიუთითა ლარით განსაზღვრული ფასი. ტენდერის/აუქციონის შედეგები ცნობილი გახდება ერთ თვეში. გამარჯვების შემთხვევაში კომპანია ვალდებული იქნება შემკვეთს მიაწოდოს საქონელი განაცხადში დაფიქსირებულ ფასში და შესაბამისად ამონაგებს მიიღებს ეროვნული ვალუტით. თავად კი საქონელს შემოიტანს უცხოეთიდან და დახარჯავს 1 მლნ დოლარს. კომპანია დგება სავალუტო რისკის წინაშე თუ გამარჯვების შემთხვევაში, საქონლის მიწოდებისას ეროვნული ვალუტა იქნება გაუფასურებული განაცხადის შევსების თარიღთან შედარებით. მისი მოგება 1 მლნ დოლარის ვალდებულების დაფარვის შემდეგ დარჩება ნაკლები, ვიდრე თავდაპირველად იყო გათვლილი. აღნიშნული რისკის აღმოსაფხვრელად, კომპანიას შეუძლია შეიძინოს ოპციონი 1 მლნ დოლარის შესყიდვაზე 2 თვის განმავლობაში.
თუ ლარის კურსის გაუფასურებას ექნება ადგილი, გამარჯვების შემთხვევაში კომპანიას შეეძლება შეისყიდოს 1 მლნ დოლარი ოპციონის მიხედვით წინასწარ დადგენილი გაცვლითი კურსით. ხოლო, თუ ლარის კურსი გამყარდა და/ან კომპანიამ ვერ გაიმარჯვა ტენდერში/აუქციონში, მაშინ მას აღარ დასჭირდება ოპციონის გამოყენება. ოპციონი საშუალებას აძლევს მფლობელს უარი განაცხადოს კონტრაქტით გათვალისწინებულ უცხოური ვალუტის შეძენაზე, თუმცა მას მაინც მოუწევს ბანკის მიერ დაწესებული შესაბამისი ტარიფის გადახდა.
როგორ უნდა მოიქცეს კომპანია/ფიზიკური პირი, რომელსაც მოცემულ მომენტში გააჩნია ჭარბი ფულადი სახსრები უცხოური ვალუტით და სჭირდება ეროვნული ვალუტა, მომავალში კი დასჭირდება კვლავ უცხოური ვალუტა?
მაგალითისთვის ავიღოთ კომპანია, რომელსაც მოცემული მომენტისთვის გააჩნია 10,000 დოლარი ანგარიშზე და მისი შემოსავლები დომინირებულია ეროვნულ ვალუტაში. თუ კომპანიას ამჟამად დასაფარი აქვს ვალდებულებები ეროვნული ვალუტით, მაგრამ მომავალში კვლავ დასჭირდება უცხოური ვალუტა, მას შეუძლია გააფორმოს სვოპ კონტრაქტი, რომელიც მისცემს საშუალებას არსებული უცხოური ვალუტით ეხლა შეიძინოს ლარი, მომავალში კი წინასწარ განსაზღვრული კურსით დაიბრუნოს გაყიდული უცხოური ვალუტა.
სვოპ გარიგების დადება შესაძლებელია კომერციულ ბანკთან. კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნა ვალუტების მიმართ, შეუძლიათ აგრეთვე სვოპ ოპერაციების განხორციელება ერთმანეთში.
სახაზინო ვალდებულების გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით, არამატერიალი–ზებული ფორმით. ეს იმას ნიშნავს, რომ სახაზინო ვალდებულებები არ არსებობს ქაღალდის ფორმით, მათ შესახებ ინფორმაცია ინახება ბანკში ელექტრონული ჩანაწერის სახით.
სახაზინო ვალდებულებებს უშვებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
სახაზინო ვალდებულებების გაყიდვა ხდება აუქციონის მეშვეობით. აუქციონი ტარდება მრავალი ფასის მეთოდით. მრავალი ფასის მეთოდი გულისხმობს შემდეგს: კონკურენტულ აუქციონში მონაწილე ინვესტორები აუქციონის განაცხადში უთითებენ, თუ რა შემოსავლანობის მიღება სურთ მათ ინვესტიციაზე (ანუ უთითებენ საპროცენტო განაკვეთს). გამარჯვებული განაცხადები კმაყოფილდება განაცხადში მითითებული საპროცენტო განაკვეთით. თავდაპირველად დაკმაყოფილდება ის განაცხადები, სადაც დაბალი საპროცენტო განაკვეთებია მითითებული, შემდგომ უფრო მაღალი და ა.შ. მანამ სანამ მთლიანად არ გაიყიდება აუქციონზე გამოტანილი ფასიანი ქაღალდები.
აუქციონს ატარებს საქართველოს ეროვნული ბანკი ელექტრონული სავაჭრო სისტემის მეშვეობით. აუქციონს წარმართავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბაზრო ოპერაციების ჯგუფი, რომელიც შედგება ეროვნული ბანკის თანამშრომლებისგან. საბაზრო ოპერაციების ჯგუფი არის სპეციალურად შექმნილი პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ატარებს ეროვნული ბანკის ყველა მონეტარულ ოპერაციას და ასევე სახაზინო ვალდებულებების აუქციონებს.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, ისევე როგორც ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტი, ფიზიკური და იურიდულ პირს შეუძლია შეიძინოს კომერციული ბანკის მეშვეობით, პირველად ან მეორად ბაზარზე. ამისთვის მყიდველმა უნდა მიმართოს იმ კომერციულ ბანკს, რომელიც შემოგვთავაზებს ყველაზე საუკეთესო პირობებს და გახსნას ფასიანი ქაღალდის ანგარიში.
პირველად აუქციონებზე მონაწილეობა შეუძლია ყველას. ამისათვის მსურველმა უნდა მიმართოს კომერციულ ბანკებს ან საბროკერო კომპანიებს. კომერციული ბანკები კლიენტების სახელით წარადგენენ განაცხადებს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე. კლიენტის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდი პირდაპირ ჩაირიცხება კლიენტის პირად ანგარიშზე.
პირველად აუქციონზე შესაძლებელია მინიმუმ ერთი ფასიანი ქაღალდის ყიდვა, რომლის ნომინალური ღირებულება 1 000 ლარს შეადგენს. ამ შემთხვევაში, კლიენტმა უნდა წარადგინოს არაკონკურენტული განაცხადი. არაკონკურენტული განაცხადები არის სწორედ წვრილი ინვესტორებისათვის. ასეთი განაცხადით ისინი ფასიან ქაღალდებს ყიდულობენ აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასით. აუქციონის დასრულებისას, არაკონკურენტული განაცხადები პირველ რიგში კმაყოფილდება. ანუ მათ კონკურენტულთან შედარებით პრიორიტეტი აქვთ მინიჭებული. მათთვის "დაჯავშნილია" მთლიანი ემისიის მეოთხედი (25%), რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ წვრილი ინვესტორების განაცხადები პირველ რიგში და პრაქტიკულად, გარანტირებულად დაკმაყოფილდება.
თუ კლიენტს სურს კონკურენტული განაცხადით მონაწილეობა, მაშინ განაცხადის მინიმალური მოცულობა არის 50 000 ლარი. კონკურენტული განაცხადები არის მსხვილი ინვესტორებისთვის, რომლებიც უკეთ არიან გათვითცნობიერებული ბაზრის კონიუნქტურაში და შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თუ რა ფასით შეიძლება გაიმარჯვონ აუქციონზე. თუმცა ამ შემთხვევაში განაცხადის არ დაკმაყოფილების რისკი უფრო დიდია.
აუქციონში მონაწილეობისათვის კლიენტი მიმართავს კომერციულ ბანკს. მოქმედი დებულების თანახმად, კომერციული ბანკი ვალდებულია თავისი კლიენტებისთვის შეიმუშავოს სახაზინო ვალდებულებებით ოპერაციების პროცედურები, რომელიც მოიცავს მომსახურების ტარიფებს, განაცხადის ფორმებს და სტანდარტულ ხელშეკრულებებს. კლიენტი პროცედურების მიხედვით ავსებს ფორმებს, რის შემდეგაც კომერციული ბანკი აუქციონზე ყიდულობს ფასიან ქაღალდს კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად.
ბანკს აქვს ვალდებულება კლიენტების და საკუთარი განაცხადები გააგზავნოს ცალ-ცალკე. ბანკებს ეკრძალებათ თავიანთი კლიენტების განაცხადების ინფორმაცია გამოიყენონ აუქციონზე საკუთარი განაცხადის გაკეთების პროცესში. ბანკმა შიდა პროცედურებით უნდა უზრუნველყონ თავისი კლიენტების განაცხადების დამუშავება ისე, რომ ეს ინფორმაცია არ იქნას გამოყენებული ბანკის მიერ აუქციონზე საკუთარი სახელით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვაზე გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს ასევე უზრუნველყოფილია ტექნიკურადაც, სისტემის მეშვეობით. ბლუმბერგის აუქციონის სისტემაში ბანკის კლიენტის და ბანკის საკუთარი განაცხადების წარდგენა ხდება ცალ-ცალკე. ბანკის თანამშრომელი, რომელიც ბანკის განაცხადებს აგზავნის, ვერ ხედავს კლიენტის განაცხადებს და პირიქით. ისეთ შემთხვევას, რომ ბანკის განაცხადს გაემარჯვოს და კლიენტის განაცხადი არ დაკმაყოფილებულიყოს, დღემდე ადგილი არ ჰქონია.
ფასიანი ქაღალდის მფლობელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მათ შორის კომერციული ბანკი, ასევე რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი. ფასიან ქაღალდს შესაძლოა ყავდეს ნომინალური მფლობელი - ბაზრის შუამავალი, რომელსაც მესაკუთრე წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს რეესტრში სახაზინო ვალდებულებების თავის სახელზე აღრიცხვის და მათი განკარგვის (ყიდვის, გაყიდვის, დაგირავების) უფლებას.
ფასიანი ქაღალდის მეორად ბაზარზე შესაძენად მსურველმა უნდა მიმართოს კომერციულ ბანკს.
მეორად ბაზარზე ძირითადი აქტივობა ფიქსირდება რეპო ოპერაციებზე. 2015 წელს რეპო ბაზარზე წლიურმა ბრუნვამ დაახლოებით 4,5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2,6-ჯერ აღემატება ფასიანი ქაღალდების საერთო მოცულობას (1,7 მილიარდი ლარი). აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე სტატისტიკის სექციაში.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკი შეუზღუდავად იღებს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს გირაოდ მონეტარულ ოპერაციებში კომერციული ბანკებისთვის ლიკვიდობის მიწოდებისას, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების მაღალ ლიკვიდურობას.
კლიენტს საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია დააგირაოს ფასიანი ქაღალდები ბანკთან და ისესხოს მოკლევადიანი თანხა ეროვნული ბანკის პოლიტიკის განაკვეთთან მიახლოებული პროცენტით. ანუ ლიკვიდობის სამართავად გამოიყენოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების ინსტრუმენტი, ისევე როგორც ამას აკეთებენ კომერციული ბანკები.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება.
ფასიანი ქაღალდის მფლობელისთვის, რომელიც სახაზინო ვალდებულებას ინახავს ყიდვის დღიდან მისი ვადიანობის ამოწურვამდე, შემოსავალი არის ამ ფასიანი ქაღალდის ნომინალსა და შესყიდვის ფასს შორის სხვაობის ტოლი. თუკი მფლობელი ფასიან ქაღალდს გაყიდის ვადიანობის ამოწურვამდე, ამ შემთხვევაში ფასიანი ქაღალდის ფლობიდან შემოსავალი არის მისი ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობა.
კონკურენტული განაცხადი მონაწილეობს აუქციონში და გამარჯვების შემთხვევაში კმაყოფილდება განაცხადში მითითებული ფასით; არაკონკურენტული განაცხადი არ მონაწილეობს აუქციონში და კმაყოფილდება აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასით. კონკურენტული განაცხადის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50,000 ლარს, ხოლო ერთი არაკონკურენტული განაცხადის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 20,000 ლარს.
ყოველი კვარტლის დაწყებამდე ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს ემისიის კალენდარს მომდევნო სამი თვისთვის, რომელიც მოიცავს ინფორმაციას აუქციონის ჩატარების თარიღების, სახაზინო ვალდებულებების ემისიის ვადიანობისა და მოცულობის შესახებ.
აუქციონამდე არანაკლებ ხუთი კალენდარული დღით ადრე ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას აუქციონის ჩატარების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და სამინისტროს ვებგვერდზე.
აუქციონის შედეგების ამსახველი ძირითადი პარამეტრები ქვეყნდება ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ვებგვერდებზე არაუგვიანეს აუქციონის ჩატარების დღისა.
ამის შესახებ კომერციული ბანკი აცნობებს საკუთარ კლიენტს;
ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასის გაგება შესაძლებელია კომერციული ბანკების ვებგვერდებზე.
ერთი სახაზინო ვალდებულების შესყიდვის ფასი გამოიანგარიშება შემდეგნაირად:
შესყიდვის ფასი = (ნომინალური ღირებულება)/
(1+((საპროცენტო განაკვეთი)/100×(დაფარვამდე დღეების რაოდენობა)/365) )
თუ სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის მისაღებად ფინანსური ორგანიზაცია ითხოვს ან/და მომხმარებელს სთავაზობს რისკის დაზღვევას, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს წარუდგინოს არანაკლებ სამი სხვადასხვა სადაზღვევო ორგანიზაციის პროდუქტის ალტერნატივა. ასევე, მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზების პირობებზე, მათ შორის, გადასცეს ე. წ. „საინფორმაციო ფურცელი“, სადაც მოცემული უნდა იყოს დაზღვევასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი პირობა.
დიახ, მომხმარებელი უფლებამოსილია თავად წარადგინოს მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანიიდან შესაბამისი სადაზღვევო პოლისი. ამასთან, ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ის პირობები და კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მომხმარებლის მიერ წარდგენილი სადაზღვევო პოლისი, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ წარდგენილი პოლისი მისაღები არ იქნება ფინანსური ორგანიზაციისთვის, მან უარის მიზეზი წერილობით უნდა დაასაბუთოს.
ფინანსურ ორგანიზაციას ეკრძალება სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულებაში ცალმხრივი ცვლილების შეტანა ან/და აღნიშნულზე წინასწარ შეთანხმება, თუ ცვლილება:
ა) ეხება პროდუქტის ვალუტას;
ბ) განპირობებულია ფინანსური ორგანიზაციის მიერ კრედიტის გაცემის მომენტში მომხმარებლის გადახდისუნარიანობის არასწორი შეფასებით და აღნიშნულის მიზეზი არ არის მომხმარებლის მიერ განზრახ არასწორი ან არასრული მონაცემების მიწოდება;
გ) განპირობებულია ინფლაციის ზრდით, ეკონომიკური ვარდნით და/ან საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ცვლილებით არაუმეტეს 5 პროცენტული პუნქტისა.
ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის მიხედვით განსაზღვრულია სამი ტიპის საპროცენტო განაკვეთი: 1. ფიქსირებული, 2. ცვლადი და 3. ინდექსირებული. ამასთან, ფინანსური ორგანიზაციები ვალდებულნი არიან მომხმარებელთან დადებულ 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარამდე ან ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში სასესხო და სადეპოზიტო ხელშეკრულებებში მიუთითონ შესაბამისი ტიპის საპროცენტო განაკვეთი.
ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით გაცემულ სესხზე ან დეპოზიტზე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროდუქტის ფასის ცვლილება დაუშვებელია, თუ აღნიშნული არ არის გამოწვეული მომხმარებლის ქმედებით. ცვლადგანაკვეთიანი პროდუქტის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შესაძლებელია პროდუქტის ფასის ცვლილება, თუმცა, აღნიშნულის შესახებ, ცვლილებისთვის საჭირო კონკრეტული გარემოებების მითითებით აღნიშნული უნდა იყოს ხელშეკრულებაში. ხოლო, ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი ისეთი ტიპის საპროცენტო განაკვეთია, რომელიც მიბმულია კონკრეტულ საჯარო ინდექსზე და მისი ცვლილება ხდება ინდექსის ცვლილების შესაბამისად. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა ტიპის საპროცენტო განაკვეთიანი სესხებისთვის დადგენილია სესხის/კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიოს განსხვავებული ოდენობები.
ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი არის ისეთი ტიპის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით მიბმულია რომელიმე საჯარო ინდექსზე და მისი ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილების შესაბამისად ხდება. საჯარო ინდექსი არის ისეთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მაჩვენებელი, განაკვეთი ან ინდექსი, რომელზეც ფინანსური ორგანიზაცია ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. მაგალითად, დეპოზიტის ან სესხის/კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა მიბმული იყოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე, ლონდონის ბანკთაშორის განაკვეთზე, ნავთობის ან ოქროს ფასზე და ა.შ. ამასთან, თუ იცვლება ინდექსი, მომხმარებელსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთიც იმავე ოდენობით შეიცვლება. ასევე, ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთიანი სესხის/კრედიტის გაცემისას ფინანსურ ორგანიზაციებს ეკისრებათ ვალდებულება მომხმარებლებს გაუმჟღავნონ ის რისკები, რაც დაკავშირებულია აღნიშნული ინდექსის ცვლილებასთან.
გენერალური ხელშეკრულება გულისხმობს ისეთ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ფორმდება კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებები იმ ლიმიტისა და ვადის გათვალისწინებით, რაც დადგენილია გენერალური ხელშეკრულებით. ასევე, თუ კრედიტი უზრუნველყოფილია თავდებობით და/ან მსესხებელი და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე სხვადასხვა პირია, გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიმიტის და ვადის ფარგლებში ახალი კრედიტის გაცემისას და/ან საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისას, საჭირო აღარ არის თავდების და/ან უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის დამატებითი თანხმობა.
ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია გენერალური ხელშეკრულების მონაწილე ყველა მსესხებელს, უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს და/ან თავდებს/სოლიდარულ თავდებს შეატყობინოს კრედიტის გაცემის და/ან საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე კრედიტის გაცემის შემდეგ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანამდე არანაკლებ 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე.
ერთზე მეტი მიმდინარე ვადამოსული ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის ანგარიშზე განთავსებული თანხა არ არის საკმარისი ერთზე მეტი და/ან ყველა ვალდებულების დასაფარად, მომხმარებელს უფლება აქვს თავად აირჩიოს ის ვალდებულება, რომლის დაფარვაც პირველ რიგში სურს. ამასთან, არჩევანი უნდა გაკეთდეს უშუალოდ ასეთი შემთხვევის დადგომისას და მისი წინასწარ ხელშეკრულებით განსაზღვრა არ არის დასაშვები. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ ფინანსურ ორგანიზაციას შეუძლია მომხმარებელს წინასწარ შეუთანხმდეს კონკრეტულ არხზე, რომლითაც მომხმარებელს საშუალება ექნება დააფიქსიროს მსგავსი ნების გამოვლენა. ეს მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ 1,000,000 ლარამდე ან ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში სასესხო/საკრედიტო პროდუქტებზე.
ვალდებულება უნდა დაიფაროს პირველ რიგში იმ ვალუტის ანგარიშიდან, რომელ ვალუტაშიც განსაზღვრულია გადახდები (თუ მსესხებელი სხვა დავალებას არ აძლევს ფინანსურ ორგანიზაციას უშუალოდ დაფარვის განხორციელებამდე). ამასთან, მიმდინარე ვალდებულების დაფარვისას, დაუშვებელია ფინანსური ორგანიზაციის მიერ ცალმხრივად, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე (დაუშვებელია წინასწარი შეთანხმება) ანგარიშებისა და კონვერტაციის პრიორიტეტის შეცვლა.
ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებლის მიერ ვალდებულების შესრულება აღრიცხოს მომხმარებლის მიერ ანგარიშზე თანხის განთავსების ფაქტობრივი დროის მიხედვით (24:00 საათამდე). იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეუძლებელია ტექნიკური ან სხვა მიზეზით, ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებლის მიერ ანგარიშზე თანხის განთავსების ფაქტობრივი დროიდან შესრულების აღრიცხვამდე პერიოდზე არ უნდა განახორციელოს ნებისმიერი სახის ფინანსური სანქციის ან/და საკომისიოს დაკისრება.
თუ ვალდებულების დაფარვის თარიღი ემთხვევა ორგანიზაციის არასამუშაო დღეს ან კანონმდებლობით განსაზღვრულ ოფიციალურ დასვენების დღეს, ფინანსურმა ორგანიზაციამ გადახდა უნდა მიიღოს მომდევნო სამუშაო დღეს და, ამასთან, ასეთ შემთხვევაში, მას ეკრძალება უქმე დღეებზე თანხის გადაუხდელობისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება.
ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის თავისუფლებას ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რის საფუძველზეც, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, საფინანსო მომსახურების პირობების მხარეთა შორის შეთანხმების საგანია. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი არ არის უფლებამოსილი რომელიმე ფინანსურ ორგანიზაციას მოსთხოვოს სესხზე/კრედიტზე შეღავათიანი პირობების დაწესება, მათ შორის რესტრუქტურიზაცია/გადავადება. შესაბამისად, აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავად ფინანსური ორგანიზაციები იღებენ.
დიახ, შესაძლებელია, რომ ფინანსურმა ორგანიზაციამ სასესხო, სადეპოზიტო და მიმდინარე ანგარიშებში მოცემული ინფორმაციის ოფიციალურ ბლანკზე განთავსების შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტის გაცემისთვის საფასური დააწესოს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა შესთავაზოს აღნიშნული ინფორმაციის უფასოდ მიღების ალტერნატივა.
თუ მომხმარებლის მიერ ხდება დავალიანების არსებობის ან არარსებობის შესახებ ცნობის ოფიციალურ ბლანკზე მოთხოვნა, აღნიშნული დოკუმენტის გაცემაზე ფინანსურ ორგანიზაციას შიდა პოლიტიკა-პროცედურებით შესაძლოა გარკვეული ვადა ჰქონდეს დადგენილი. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ინფორმაციის ამონაწერის სახით გაცემა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, ტექნიკური მოწყობის ფარგლებში.
დიახ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით განსაზღვრულია როგორც სესხზე დასარიცხი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, ასევე, პირგასამტეხლოებისა და ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯამურად დასაკისრებელი ხარჯების მაქსიმალური ოდენობები.
დიახ, თუ მომხმარებელი ზეპირსიტყვიერად გამოხატავს უკმაყოფილებას ან დაუთანხმებლობას ამა თუ იმ საკითხზე, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს შესთავაზოს პრეტენზიის წერილობით დაფიქსირება. ამასთან, თუ მომხმარებელი პრეტენზიას წერილობით, ტელეფონით ან ელექტრონულად დააფიქსირებს, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს ერთი თვის ვადაში დაუბრონოს პასუხი და, სადაც შესაძლებელია, მოკვლევის შედეგები.
ვალდებულების მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომლის სამართლებრივი შეფასების უფლებამოსილებაც საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ „საქართველოს ორგანული კანონით“ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკს არ გააჩნია. შესაბამისად, თუ ფინანსური ორგანიზაცია ითხოვს ისეთი ვალდებულების შესრულებას, რომლის მოთხოვნასაც მომხმარებელი ხანდაზმულად მიიჩნევს, მომხმარებელმა უნდა მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოებს ან დავის განმხილველ შესაბამის ორგანოებს.
ფინანსური სტაბილურობა გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც ფინანსურ სისტემას შესწევს უნარი ბაზრის მონაწილეებს მიაწოდოს მომსახურება როგორც კარგ, ასევე სტრესის პირობებში. ამისათვის საჭიროა ფინანსური შუამავლობის და საბაზრო ინფრასტრუქტურის (საგადახდო სისტემების) ეფექტიანი ფუნქციონირება, ფინანსური სისტემის მდგრადობა შოკების მიმართ და სისტემური რისკების შემცირება. ფინანსური სტაბილურობა ასევე გულისხმობს ფინანსური სექტორის განვითარებას და ფინანსური ბაზრების გაღრმავებას.
ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი მაკროპრუდენციულ პოლიტიკას ახორციელებს. სისტემური რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მონიტორინგის გზით ეროვნული ბანკი შეიმუშავებს საპასუხო პოლიტიკას ამ რისკების შემცირებისთვის, რითაც ხელს უწყობს ფინანსური სისტემის მდგრადობის ზრდას.
"მდგრადი დაფინანსება", ევროკავშირის კომისიის მიხედვით ორ მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს: (1) ფინანსების ისეთი პროექტებისკენ წარმართვა, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას; და (2) ფინანსური სტაბილურობის გაუმჯობესება საინვეტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ფაქტორების გათვალისწინებით. მდგრადი დაფინანსება მოიცავს კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და მიტიგაციის, მწვანე და სოციალურ აქტივობებისკენ მიმართულ ფინანსებს, რომელიც, ერთი მხრივ, ორგანიზაციების გრძელვადიან ეკონომიკურ მდგრადობას, ხოლო მეორე მხრივ, ფინანსური სექტორის სტაბილურობას და ამ მიმართულებით მათი როლის ზრდას ემსახურება.
იმისათვის, რომ მაკროპრუდენციული პოლიტიკა იყოს ქმედითი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, საჭიროა შუალედური მიზნების დასახვა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ESRB/2013/1-ის რეკომენდაციებისა და საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით მაკროპრუდენციული პოლიტიკის ხუთი შუალედური მიზანი განსაზღვრა. ეს შუალედური მიზნები მოიცავს სისტემური რისკების როგორც ციკლურ, ასევე სტრუქტურულ განზომილებებს და შემდეგი სახით ყალიბდება:
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული მაკროპრუდენციული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტებია კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერები, რომლებიც დანერგილია ბაზელ III-ის სტანდარტისა და ევროკავშირის საზედამხედველო ჩარჩოსთან დაახლოების ფარგლებში. მაკროპრუდენციული პოლიტიკის მიზნებისთვის ეროვნული ბანკი ასევე იყენებს სესხის მომსახურებისა და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტებსა და სხვა ინსტრუმენტებს. გადაწყვეტილება კონკრეტული ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ დამოკიდებულია შუალედურ მიზანზე. თუმცა, თითოეული ინსტრუმენტი შესაძლოა გამოყენებული იქნეს რამდენიმე მიზნის მისაღწევად.
კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი დანერგილია ბაზელ III-ის ჩარჩოს ფარგლებში და წარმოადგენს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს. კონტრციკლური ბუფერი გამოიყენება ფინანსური სისტემის პროციკლურობის შესამცირებლად. დამატებითი კაპიტალის მოთხოვნა წესდება ჭარბი დაკრედიტების პერიოდში, ხოლო ამ მოთხოვნისაგან გათავისუფლება ან მისი შერბილება ხდება ფინანსური სტრესის პერიოდში. კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი მიზნად ისახავს საბანკო სექტორის მდგრადობის ზრდას, მის ზარალისაგან დაცვასა და ფინანსური ციკლის მერყეობების შერბილებას.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი რეგულარულად აფასებს და აანალიზებს სისტემურ რისკებს, ფინანსური სექტორის ციკლურ პოზიციას და ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს კაპიტალის კონტრციკლური ბუფერისა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტების შესახებ.
ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში, მაკროპრუდენციული პოლიტიკა ურთიერთდაკავშირებულია მონეტარულ პოლიტიკასთან და მიკროპრუდენციულ ზედამხედველობასთან. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ამ პოლიტიკას განსხვავებული, ცხადად განსაზღვრული მიზნები გააჩნია, ისინი გარკვეულწილად ერთმანეთს ავსებს. მაკროპრუდენციული და მონეტარული პოლიტიკების მიზნები, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობა და ფასების სტაბილურობა, ერთიმეორის გარეშე რთულად მიღწევადია. ამასთან, მაკრო- და მიკროპრუდენციული პოლიტიკების ერთობლივი მიზანია უფრო სტაბილური და მდგრადი ფინანსური სისტემის შექმნა, რაც მაკროპრუდენციული პოლიტიკისთვის მთლიანი ფინანსური სისტემის სტაბილურობას გულისხმობს, ხოლო მიკროპრუდენციული პოლიტიკისათვის - ინდივიდუალური ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობას.
ზოგიერთ შემთხვევაში, მონეტარულ და მიკროპრუდენციულ პოლიტიკებს შესაძლოა ჰქონდეთ მაკროპრუდენციული პოლიტიკისაგან განსხვავებული ხედვები ან არასასურველი გვერდითი ეფექტები. ეს გამოწვეულია ისეთი ობიექტური გარემოებებით, როგორიცაა, მაგალითად, ბიზნეს ციკლსა და ფინანსურ ციკლს შორის განსხვავება. შესაბამისად, აღნიშნულ პოლიტიკებს შორის სწორი კოორდინაცია და სათანადო ურთიერთკავშირი არსებითია.
საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკი, ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებაში ფინანსური სექტორის როლის გაძლიერებას და ამ მიზნით მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს. აღნიშნული ჩარჩო გულისხმობს ფინანსური სექტორისა და კაპიტალის ბაზრის მონაწილეების მიერ სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებას და მათთან დაკავშირებული რისკების მართვას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ფინანსური სტაბილურობისთვის, ასევე ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის.
მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია წარმოადგენს კლასიფიკაციის სისტემას ისეთი აქტივობების განსაზღვრისათვის, რომლებიც კლიმატის, მწვანე, სოციალური ან მდგრადი მიზნების მიღწევას უწყობს ხელს. ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია მოიცავს მწვანე და სოციალურ ტაქსონომიებს. მწვანე ტაქსონომია წარმოადგენს ისეთი მწვანე აქტივობების ჩამონათვალს, რომელიც გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევას და მწვანე ეკონომიკის განვითარებას ემსახურება. მეორე მხრივ, სოციალური ტაქსონომია მოიცავს ისეთ კატეგორიებს, რომელიც სამიზნე ჯგუფების სოციალურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. სამიზნე ჯგუფები მოიცავს სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მიგრანტები, დევნილები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, სიღარიბის ზღვარს ქვემო მყოფი ადამიანები, და ა.შ.
გარემოსდაცვითი ფაქტორები მოიცავს კლიმატის ცვლილების შერბილებას და ადაპტაციას, გარემოს დაბინძურების საკითხებს, ბუნებრივი რესურსების კონსერვაციას, ეკოსისტემის დაცვას, სხვა გარემოსდაცვით საკითხებს და მასთან დაკავშირებულ რისკებს. სოციალური ფაქტორები ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა უთანასწორობა, ინკლუზიურობა, შრომითი ურთიერთობები, ადამიანის უფლებების დაცვა, საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ქალთა და გოგონათა გაძლიერება, სიღარიბის შემცირება და ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების დაბანდება. სათანადო მმართველობა, რომელიც მოიცავს მართვის სტრუქტურებს, თანამშრომელთა ურთიერთობებსა და ანაზღაურების პოლიტიკას, აუცილებელი წინაპირობაა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინების უზრუნველსაყოფად.
უკვე საერთაშორისოდაა აღიარებული, რომ მდგრადობასთან დაკავშირებული პრობლემები ფინანსური რისკების წყარო შეიძლება გახდეს. ეს რისკები ორი ძირითადი არხით წარმოიქმნება: კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ფიზიკური ზარალი; და დაბალი ემისიის ეკონომიკაზე გადასვლისთვის საჭირო სტრუქტურული ცვლილებები. ფიზიკური და გარდამავლობის რისკები გავლენას ახდენს მაკროეკონომიკურ გარემოზე და შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები გამოიწვიოს.
ფიზიკური რისკი ითვლება მწვავედ, როცა ის გამოწვეულია კლიმატთან და ამინდთან დაკავშირებული მოვლენებით, როგორებიცაა გვალვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და ზღვის დონის მატება; ფიზიკური რისკი არის ქრონიკული თუ იგი გამოწვეულია კლიმატის ეტაპობრივი ცვლილებით, როგორიცაა გლობალური დათბობა. ფიზიკური რისკის წყარო შეიძლება იყოს ზემოთ აღწერილი მოვლენების პირდაპირი შედეგი, მაგალითად, როგორიცაა საკუთრების დაზიანება ან პროდუქტიულობის ვარდნა. თუმცა იგი ასევე შეიძლება იყოს არაპირდაპირი შედეგი ისეთი თანმდევი მოვლენებისა, როგორიცაა მიწოდების ჯაჭვის რღვევა.
გარდამავლობის რისკი არის ისეთი ფინანსური რისკი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას დაბალი ემისიის ეკონომიკაზე გადასვლისათვის საჭირო ცვლილებების განხორციელების შედეგად. გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ტექნოლოგიებისა და ბაზრის განწყობის ცვლილების შედეგად, შეიძლება გადაფასდეს ისეთი აქტივები, როგორებიცაა აქციები, ობლიგაციები, დერივატივები და ეკონომიკაში არსებული კაპიტალის სხვა ფორმები. ის თუ რა ტემპით მოხდება გადაფასება ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა ამან შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს ფინანსურ სტაბილურობაზე და ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობაზე.
წინასწარი შეკვეთა ნიშნავს კონკრეტული პროდუქციის გამოშვებამდე მომხმარებლის მიერ მის წინასწარ შეკვეთას. წინასწარი შეკვეთის მიზანია დაინტერესებულ პირთათვის გაიზარდოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ სარეალიზაციო პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა.
წინასწარი შეკვეთების მიღების დროისთვის, შესაკვეთი პროდუქციის შესახებ გაცხადებული იქნება პროდუქციის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები (წონა, შემადგენლობა, დიამეტრი) პირველადი ესკიზი და წინასწარ გადასახდელი თანხა.
მომხმარებლისათვის წინასწარი შეკვეთის მომენტში ცნობილი იქნება პროდუქციის პირველადი ესკიზი. რომელიც წარმოების პროცესში, მისი ტექნიკური შესრულების თავისებურებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, დაიხვეწოს და მცირედით განიცადოს ცვლილება.
წინასწარი შეკვეთის განთავსებისთვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია/ავტორიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე, აირჩიოთ სასურველი პროდუქტი, სასურველი რაოდენობა და მიჰყვეთ შესაბამის ეტაპებს.
წინასწარი შეკვეთის განთავსებისას, მომხმარებელმა ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდის საშუალებით უნდა გადაიხადოს პროდუქციის ღირებულების ნაწილი ვებგვერდზე მითითებული თანხის ოდენობით პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ხოლო პროდუქციის ღირებულების დარჩენილი ნაწილს გადაიხდის პროდუქციის გამოსვლის შემდეგ, იგივე პრინციპით ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით.
პროდუქციის ტირაჟი ცნობილი გახდება პროდუქციის ოფიციალურად გამოშვებისას, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული შესაბამისი განცხადებით.
წინასწარ შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება მოხდება პროდუქციის გამოსვლის შემდეგ, წინასწარ დადგენილი პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მიერ გადახდის მეორე ეტაპის შესრულების პირობით.
წინასწარი შეკვეთის განთავსებისას ცნობილი იქნება პროდუქციის გამოსვლის მხოლოდ სავარაუდო პერიოდი. კონკრეტული თარიღი საზოგადოებას ეცნობება მოგვიანებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული შესაბამისი განცხადებით.
დიახ, პროდუქციის შეძენა შესაძლებელი იქნება იმ დაინტერესებულ პირთათვისაც, ვისაც არ ექნება განთავსებული წინასწარი შეკვეთა, რამდენადაც დამზადდება უფრო მეტი პროდუქცია, ვიდრე წინასწარ შეკვეთილი რაოდენობა იქნება. თუმცა, წინასწარი შეკვეთის განთავსების შემთხვევაში, მომხმარებელს ეძლევა პროდუქტის გარანტირებულად მიღების საშუალება.
დიახ, რადგან მომხმარებელს არ ეზღუდება შეკვეთილზე მეტი ოდენობის პროდუქტის შეძენა მისი გამოსვლის შემდეგ.
დიახ, ეს შესაძლებელია.
პროდუქციის სარეალიზაციო ფასი ცნობილი გახდება მხოლოდ მისი ოფიციალურად გამოშვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი განცხადებით.
პროდუქციის სარეალიზაციო ფასის გამოთვლაში მონაწილეობს შემდეგი კომპონენტები: პროდუქციის ნომინალი, პროდუქციის წარმოება-მოწოდება (მზა პროდუქციის ხარისხის შემოწმების, შეფუთვისა და ტრანსპორტირების ჩათვლით), ასევე სარეალიზაციო ფასის გაანგარიშებისას ერთ-ერთი კომპონენტია უცხოური ვალუტის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.
იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქციის სარეალიზაციო ფასის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, გარდა ნომინალისა, პროდუქციის წარმოება-მოწოდებაზე გაწეული ხარჯია, ასევე სარეალიზაციო ფასის გაანგარიშებიას ერთ - ერთი კომპონენტია უცხოური ვალუტის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, სარეალიზაციო ფასის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ პროდუქციის დამზადებასთან დაკავშირებული ყველა ეტაპის დასრულების შემდგომ.
შეკვეთის განთავსებისას მომხმარებლის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხა არის პროდუქციის ღირებულების დაახლოებით 50%. პროდუქციის სარეალიზაციო ფასი განისაზღვრება მხოლოდ პროდუქციის დამზადების პროცესის დასრულების შემდგომ და გარდა ნომინალისა, იგი დამოკიდებულია პროდუქციის დამზადება-მოწოდებისათვის გაწეულ ხარჯებზე, უცხოური ვალუტის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ეროვნული ბანკის მიერ წინასწარ დადგენილი პერიოდის განმავლობაში არ გადაიხდის პროდუქციის ღირებულების დარჩენილ ნაწილს სრულად, წინასწარი შეკვეთა გაუქმდება და მომხმარებელს, მის მიერ წინასწარ გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება.
პროდუქციის მიწოდება განხორციელდება გადამზიდავი კომპანიის მეშვეობით, პროდუქციის გამოსვლის შემდეგ, ეროვნული ბანკის მიერ წინასწარ გამოცხადებული პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მიერ შეკვეთის მეორე ეტაპის განხორციელების შემდეგ, რაც გულისხმობს შეკვეთის დასრულებას (სავალდებულო ველების შევსება), პროდუქციის ღირებულების დარჩენილი თანხისა და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულ გადახდას.
შეკვეთის მიწოდება მოხდება მხოლოდ შეკვეთის მეორე ეტაპის განხორციელებისას მითითებულ მისამართზე. შეკვეთის დასრულების შემდეგ მისამართის ცვლილება დაუშვებელია.
თუ მომხმარებლის მიერ, მისი მიზეზით, ვერ მოხდება შეკვეთილი პროდუქციის ჩაბარება გადამზიდავი კომპანიისაგან, ასეთ შემთხვევაში, პროდუქცია დაბრუნდება ეროვნულ ბანკში, ხოლო ამ ქმედებებით დამდგარი ან/და გამოწვეული ხარჯები - პროდუქციის მიწოდებისა და დაზღვევის საფასური დაეკისრება მომხმარებელს და ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხიდან. ხოლო, მიმღები პირის მიერ პროდუქციის გატანა ეროვნული ბანკის საკასო ცენტრიდან შესაძლებელი იქნება პროდუქციის გამოსვლიდან 2 თვის განმავლობაში. თუ მომხმარებელი პროდუქციის გამოსვლიდან 2 თვის განმავლობაში (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა) არ მიაკითხავს შეკვეთილ პროდუქციას, წინასწარი შეკვეთა გაუქმდება და მომხმარებელს, მის მიერ წინასწარ გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება.
დიახ, მაგრამ მომხმარებლის მიერ წინასწარ განთავსებული შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, წინასწარ გადახდილი თანხის მომხმარებლისთვის უკან დაბრუნება არ მოხდება.
წინასწარი შეკვეთა გაუქმდება და მომხმარებელს დაუბრუნდება წინასწარ გადახდილი თანხა თუ ვერ მოხერხდება ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი პროდუქციის გამოშვება. აღნიშნულის შემთხვევაში, გამოცემული იქნება შესაბამისი საჯარო განცხადება და მოხდება მომხმარებლის ინფორმირება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
დიახ, გარდა მომხმარებლისა, შეკვეთის ჩაბარება შეუძლია მომხმარებლის მიერ შეკვეთის მეორე ეტაპის განხორციელებისას მითითებულ დამატებით მიმღებ პირსაც, რომელიც უნდა ფლობდეს მომხმარებლის მიერ შეკვეთაში მითითებულ კოდურ სიტყვას.
თაღლითური, არაკანონიერი გზით დამზადებული ბანკნოტები და მონეტები. აგრეთვე, ფალსიფიცირებული ფულის ნიშნები, რომლებზედაც შეინიშნება ნომინალური გადაკეთების კვალი.
საეჭვოდ მიიჩნევა ისეთი ფულის ნიშანი, რომლის ნამდვილობისა და გადასახდელად ვარგისობის დადგენა ვერ ხერხდება ადგილზე ან/და არსებობს ეჭვი მისი სიყალბის თაობაზე.
ფულის ნიშნის საეჭვოდ მიჩნევის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ნებისმიერ კომერციულ ბანკს ან საქართველოს ეროვნულ ბანკს.
ბანკი ვალდებულია, სიყალბეზე საეჭვო ფულის ნიშანი არ დაუბრუნოს შემომტანს და შესაბამის ცნობასთან ერთად შემდგომი ექსპერტიზისთვის გადააგზავნოს საქართველოს ეროვნულ ბანკში. ყალბი ფულის ნიშანი ექვემდებარება კონფისკაციას. ამასთან, საეჭვო ფულის ნიშნის მფლობელს უნდა განემარტოს, რომ ჩამორთმეული ფულის ნიშანი შესაძლებელია აღმოჩნდეს გადასახდელად ვარგისი და ფულის ნიშნის შემდგომი ექსპერტიზის მიზნით, მონაწილეობა მიიღოს ცნობის შედგენის პროცესში.
გამოვლენილი ყალბი ფული არ ანაზღაურდება და არ ექვემდებარება დაბრუნებას.
საფინანსო და არასაფინანსო სექტორის წარმომადგენელი ვალდებულია ნაღდი ფულის მიღება-გაცემის ოპერაციებზე უზრუნველყოს მხოლოდ ფულის ნიშნების დამცავი მექანიზმების მცოდნე პირთა დაშვება და ამ მიმართულებით, მათი პერიოდული გადამზადება.
ნაღდი ფულით ანგარიშსწორების, დახურდავების, გამოცვლის, სხვა ვალუტაზე გადაცვლის ან/და შემოწმების ოპერაციების უშუალოდ შემსრულებელმა პირმა, უნდა იცოდეს და სახელმძღვანელოდ მიიღოს ეროვნული ვალუტის ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმები, მათი მიღება-გამოცვლისა და ყალბი/საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენისას მათზე რეაგირების წესები, ასევე, ამ წესითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
ნაღდი ფულით ანგარიშსწორების პროცესში საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენისას:
ა) "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელი (მათ შორის კომერციული ბანკი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ა.შ.) ვალდებულია დადგენილი წესის შესაბამისად შეადგინოს ცნობა და საეჭვო ფულის ნიშანი ცნობასთან ერთად ექსპერტიზის მიზნით გადაუგზავნოს ეროვნულ ბანკს;
ბ) სავაჭრო ან სხვა საქონლის მიმწოდებელი ან მომსახურების გამწევი ობიექტი (არასაფინანსო სექტორის წარმომადგენელი) ანგარიშსწორების პროცესში საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენისას ვალდებულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112" - ში შეტყობინების მეშვეობით გამოიძახოს სამართალდამცავი ორგანო, რომელიც შემდგომ რეაგირებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სავაჭრო ან სხვა საქონლის მიმწოდებელი ან მომსახურების გამწევი ობიექტი დღის ბოლოს/გადათვლის პროცესში ყალბი ან/და საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში, ვალდებულია, ფულის ნიშანი არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა წარუდგინოს კომერციულ ბანკს ან საქართველოს ეროვნულ ბანკს შემდგომი ექსპერტიზის მიზნით.
საქართველოს ეროვნულ ბანკში შემოტანილ/გამოგზავნილ საეჭვო ფულის ნიშანს უტარდება ექსპერტიზა. ექსპერტიზის შედეგად:
ა) გამოვლენილი ნამდვილი ეროვნული ვალუტის შესაბამისი თანხა უნაზღაურდება წარმომდგენს, ყალბი ან/და გადასახდელად უვარგისი ეროვნული ვალუტა არ ანაზღაურდება. ყალბი ფულის ნიშანი რჩება საქართველოს ეროვნულ ბანკში, ხოლო გადასახდელად უვარგისი ეროვნული ვალუტის დაბრუნება ხდება მხოლოდ წარმომდგენის მოთხოვნის შემთხვევაში;
ბ) უცხოური ვალუტის ექსპერტიზის შედეგად გამოვლენილი ყალბი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება, რჩება საქართველოს ეროვნულ ბანკში, ხოლო ნამდვილი უცხოური ვალუტა (იგივე ფულის ნიშანი) უბრუნდება წარმომდგენს.
სამართალდამცავი ორგანო, მის მიერ ჩამორთმეული საეჭვო ფულის ნიშანზე შემდგომ რეაგირებას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, ექსპერტიზის შედეგად:
ა) გამოვლენილი ყალბი ფული არ ანაზღაურდება და არ ექვემდებარება დაბრუნებას;
ბ) ლარის ბანკნოტის/მონეტის ნამდვილობის დადგენის შემთხვევაში, მიმოქცევაში მოხვედრისას მისი განმეორებით საეჭვოდ ცნობის თავიდან არიდების მიზნით, სამართალდამცავი ორგანო ახდენს მის გამოცვლას ეროვნულ ბანკში, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და ჩამორთმეული ეროვნული ვალუტის შესაბამის თანხას უბრუნებს წარმომდგენს;
გ) უცხოური ვალუტის ბანკნოტის/მონეტის ნამდვილობის დადგენის შემთხვევაში, წარმომდგენს უბრუნდება იგივე ფულის ნიშანი.
არამეწარმე ფიზიკურ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის მიღებაზე.
ფიზიკურ პირს, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის ნამდვილობის დადგენის მიზნით, შეუძლია მიმართოს კომერციულ ბანკს ან საქართველოს ეროვნულ ბანკს.
ლარის ბანკნოტების და მონეტების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
გადასახდელად ვარგისად ითვლება ისეთი ბანკნოტი/მონეტა, რომელიც არ იწვევს ეჭვს ნამდვილობაში, შენარჩუნებული აქვს ორიგინალი ზომის 50%-ზე მეტი, შესაძლებელია ნომინალის და მახასიათებლების იდენტიფიცირება; თუ მტკიცდება, რომ მისი შემადგენელი ნაწილები (დახეული და შეწებებული ბანკნოტის შემთხვევაში) მიეკუთვნება ერთსა და იმავე ბანკნოტს.
გადასახდელად უვარგისად მიიჩნევა ლარის ისეთი ბანკნოტი/მონეტა, რომლის ზომაც არ აღემატება ორიგინალი ზომის 50%-ს, ან ვერ ხერხდება მისი იდენტიფიცირება, დახეული და შეწებებული ბანკნოტის შემთხვევაში, მისი შემადგენელი ნაწილები არ მიეკუთვნება ერთსა და იმავე ბანკნოტს, ან სხვა ისეთი დაზიანების მქონე ბანკნოტები/მონეტები, რომლებიც არ აკმაყოფილებს "ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება-გამოცვლის წესის დამტკიცების შესახებ", საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით განსაზღვრულ ვარგისი ბანკნოტების/მონეტების კრიტერიუმებს.
მეწარმე სუბიექტები (გარდა კომერციული ბანკებისა) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, ვალდებულნი არიან ანგარიშსწორების პროცესში ნომინალური ღირებულების მიხედვით შეუფერხებლად მიიღონ ისეთი ბანკნოტები და მონეტები, რომელთაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი ზომის დეფექტები (ნახევები, წარწერები, ლაქები, დაბინძურება, კოროზია და სხვ.), რომელიც ხელს არ უშლის დამცავი ნიშნების (ბანკნოტზე) და ნომინალის იდენტიფიცირებას, არ ცვლის მონეტის გამოსახულებას, ზომას, ფერს, შესაძლებელია მონეტის იდენტიფიცირება და შენარჩუნებულია ბანკნოტისა და მონეტის ორიგინალური ზომა;
ხოლო ისეთი ბანკნოტებისა და მონეტების გამოცვლა, რომელიც დახეული და შეწებებულია, მაგრამ მტკიცდება რომ შემადგენელი ნაწილები მიეკუთვნება ერთსა და იმავე ბანკნოტს, ან შეცვლილი აქვთ ფერი, შენარჩუნებული აქვთ ზომის 50%-ზე მეტი და შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება, შესაძლებელია კომერციულ ბანკებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.
გადასახდელად უვარგისი ლარის ბანკნოტი/მონეტა ანაზღაურებას არ ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლარის ბანკნოტების/მონეტების დაზიანება გამოწვეულია ხანძრის, სტიქიური უბედურებების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებებით, რაც დასტურდება შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებით. მათი გამოცვლის საკითხს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განიხილავს და წყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკი.
საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს (შემდგომში - "ბიურო") საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის:
ნებისმიერი პირი, გარდა სესხის გამცემი ორგანიზაციისა, რომელიც ნებაყოფლობით ერთვება ბიუროს ბაზაში. ამასთან, იმისთვის, რომ აღნიშნულმა პირმა გადაამოწმოს მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია ბიუროში, საჭიროა თავად გადასცემდეს ბიუროს მომხმარებლების შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას და ამავდროულად, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად მოიპოვოს მომხმარებლისგან აღნიშნულზე თანხმობა;
ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირი ვალდებულია მომხმარებლისგან აიღოს შესაბამისი თანხმობა მისი მონაცემების ბიუროსთვის მიწოდების და/ან მისი მონაცემების გადამოწმების მიზნით. შესაბამისად, აღნიშნულის შესახებ მხოლოდ ინფორმირება საკმარისი არ იქნება;
მომხმარებლის ინფორმირება საკმარისი იქნება მისი მონაცემების ბიუროსთვის მიწოდებისთვის. ამასთან, მომხმარებლის ინფორმირება შესაძლებელია განხორციელდეს სესხის გამცემი ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი, მათ შორის, საჯარო სივრცეში (მაგ.: ფილიალში) განცხადების გამოქვეყნებით და სხვა ფორმით;
მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს მასზე ბიუროში დაცული ინფორმაცია ბიუროს მიერ დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, ხოლო წელიწადში სამჯერ – უფასოდ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით;
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ბიურო ამუშავებს გარკვეული ტიპის მონაცემებს და აღნიშნულის შესაბამისად, ბიურო მომხმარებელს შესაძლებელია სთავაზობდეს გარკვეულ პროდუქტს/სერვისს, თუმცა, ბიურო არ არის ვალდებული ზემოხსენებული მომსახურება მომხმარებელს უფასოდ გაუწიოს;
ბიურო არ ახდენს აღნიშნული ინფორმაციის შენახვას, შესაბამისად, არ არის ვალდებული, რომ ეს ინფორმაცია მომხმარებლებს მიაწოდოს, თუმცა სესხის გამცემ ორგანიზაციებს შეუძლიათ ბიუროს გამოყენებით აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება. ბიუროს საშუალებით სხვა ბაზებში მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებისთვის, საჭიროა მომხმარებლისგან შესაბამისი თანხმობის მიღება, რომლის ფორმაც შეთანხმებული უნდა იყოს ბიუროსა და ინფორმაციის მიმღებ/მიმწოდებელ პირსა ან/და ბიუროსა და სესხის გამცემ ორგანიზაციებს შორის;
მიმდინარე აქტიური საკრედიტო ვალდებულებების არსებობის პერიოდში;
თუ საკრედიტო ვალდებულება სამართავად გადაცემულია სხვა პირზე, მაშინ ინფორმაციის განახლების ვალდებულება უშუალოდ თავად კრედიტორს აქვს;
თუ მოთხოვნის უფლება გადაცემულია სხვა პირზე, მაშინ ინფორმაციის განახლების ვალდებულებაც მოთხოვნის ახალ მფლობელზე გადადის.
2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ვირტუალურ აქტივთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები. საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის, ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციას, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენას და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით ზედამხედველობას.
საკანონმდებლო ჩარჩო ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შემოწმებასა და რეგულირებას, ვირტუალური აქტივის გადაცემისას თანმხლები ინფორმაციის განსაზღვრას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას.
შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ზედამხედველობა და პრუდენციული რეგულირება.
აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ვრცელ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულებზე:
ასევე, საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 22 თებერვალს მიიღო "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
ვირტუალური აქტივი არის ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს და გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების განხორციელების მიზნით. ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ აქტივი წარმოადგენს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას, ასეთი აქტივის მომსახურების განმახორციელებელი პირი შეიძლება დაექვემდებაროს ლიცენზირებას/რეგისტრაციას "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის ან სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
რეგულირების ქვეშ ექცევა მხოლოდ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი არის ვირტუალური აქტივი, რომელსაც ბაზარზე აქვს ეკვივალენტი ღირებულება ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტში, რომელშიც შესაძლებელია განხორციელდეს მისი გადაცვლა.
ვირტუალური აქტივის მომსახურებად ითვლება შემდეგი საქმიანობები:
შენიშვნა: ზემოთ მოცემული საქმიანობების ჩამონათვალი სრულად ვრცელდება მხოლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერზე. სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის დასაშვები ვირტუალური აქტივის მომსახურების შესახებ იხილეთ შეკითხვა: "აქვთ თუ არა უფლება სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს განახორციელონ ვირტუალური აქტივის მომსახურება?"
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი არის პირი, რომელიც ახორციელებს სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურებას.
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები.
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
პირი, რომელიც 2023 წლის 1 იანვრამდე ახორციელებდა ისეთ საქმიანობას, რომელიც მოიცავს სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების მიწოდებას, ვალდებულია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტები/ინფორმაცია.
შენიშვნა: აღნიშნული არ ეხება იმ პირებს, რომლებიც ვირტუალური აქტივის მომსახურებას დაიწყებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის შემდგომ.
პირი უფლებამოსილია გააგრძელოს სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობის ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შემთხვევაში, პირი ვალდებულია შეწყვიტოს ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა.
2023 წლის 1 იანვრის შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე საქმიანობის გაგრძელების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც 2023 წლის 1 იანვრამდე ახორციელებდნენ მესამე პირების სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურებას.
საფინანსო სექტორის შემდეგ წარმომადგენლებს აქვთ უფლება განახორციელონ ვირტუალური აქტივის მომსახურება: კომერციული ბანკი, მიკრობანკი (2023 წლის 1 ივლისიდან), მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და საბროკერო კომპანია.
ზემოაღნიშნულ პირებს უფლება აქვთ განახორციელონ ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული მხოლოდ შემდეგი საქმიანობები:
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს (გარდა კომერციული ბანკის, მიკრობანკის (2023 წლის 1 ივლისიდან), მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და საბროკერო კომპანიისა, რომელთაც სპეციალური კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობასთან ერთად, უფლება აქვთ განახორციელონ სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურება) ეკრძალება ვირტუალური აქტივის მომსახურების, ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობისა და საკუთარი ვირტუალური აქტივის გადაცვლის გარდა სხვა საქმიანობის განხორციელება.
"ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი წარმოადგენს ანგარიშვალდებულ პირს, რომელზეც ვრცელდება აღნიშნული კანონით განსაზღვრული მოთხოვნები.
ვირტუალური აქტივი არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას. შესაბამისად, აკრძალულია ვირტუალური აქტივით გადახდების განხორციელება, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული იმ შემთხვევებისა, რომლებიც საჭიროა ვირტუალური აქტივის მომსახურების განსახორციელებლად.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 391 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: „აკრძალულია ვირტუალური აქტივით გადახდების განხორციელება, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული იმ შემთხვევებისა, რომლებიც საჭიროა ვირტუალური აქტივის მომსახურების განსახორციელებლად.“, ხოლო „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესის (შემდგომში - „წესის“) პირველი მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად: „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია მის მიერ გაწეული მომსახურების ფარგლებში მომხმარებლისგან მიიღოს საკომისიო/პროცენტი/სარგებელი იმ ვირტუალური აქტივით, რომლის მომსახურებასაც ახორციელებს.“, რაც გულისხმობს, რომ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, ვერ მიიღებს ვირტუალურ აქტივს (აქტივებს) მის მიერ მომსახურების გაწევის ან/და საქონლის მიწოდების სანაცვლოდ, გარდა წესის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. აქვე გაცნობებთ, რომ წესის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესით: „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია მის მიერ გაწეული მომსახურების ფარგლებში კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლის შედეგად მიღებული ფულადი სახსრები (ეროვნული ან უცხოური ვალუტა) მომხმარებლის დავალების საფუძველზე უნაღდო ფორმით გადასცეს მომსახურების სქემაში ჩართულ მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, შუამავალ პროვაიდერს ან ექვაირერს (მათ შორის სუბ-ექვაირერს).”
თუ პირი ახორციელებს ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლას საკუთარი ფულადი სახსრებით ან/და ვირტუალური აქტივით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (მათ შორის ვირტუალური აქტივის სავაჭრო პლატფორმის) მომხმარებლის სახით იმავე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სხვა მომხმარებლებთან, სხვა პირთან ნებისმიერი ფორმით გარიგების და ამავე პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების გარეშე, იგი არ ექვემდებარება ეროვნულ ბანკში ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციას.
კომისია წარმოადგენს დავის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმს და განიხილავს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის საჩივრებს, მასსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის დავის თაობაზე, რომლებიც უკავშირდება საგადახდო მომსახურების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობიდან წარმოშობილი უფლებებისა და ვალდებულების შესაძლო დარღვევას.
დავების განმხილველი კომისიისთვის საჩივრით მიმართვის უფლება აქვს საგადახდო მომსახურების მომხმარებელ ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნს.
საჩივარი შეტანილი უნდა იყოს სებ-ის მიერ ლიცენზირებული/რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინააღმდეგ. ეს შეიძლება იყოს სებ-ის საზედამხედველო სუბიექტი, რომელიც ახორციელებს საგადახდო მომსახურებას - კომერციული ბანკი (მათ შორის, ციფრული ბანკი), მიკრობანკი, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
დიახ, განსაზღვრულია. დავების განმხილველი კომისიისთვის მიმართვა შესაძლებელია:
დიახ, შესაძლებელია, ვინაიდან ვრცელდება უკუძალა. კერძოდ, კანონის გარდამავალ დებულებაში გათვალისწინებული გამონაკლისის თანახმად, საგადახდო მომსახურების მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს დავების განმხილველ კომისიას იმ დავაზეც, რომელთან დაკავშირებით საგადახდო მომსახურების მომხმარებელმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს საჩივრით მიმართა 2020 წლის 1 იანვრის შემდეგ. გასათვალისწინებელია, რომ საგადახდო მომსახურების მომხმარებელს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ დავების განმხილველი კომისიის საქმიანობის დაწყებიდან 12 თვის განმავლობაში.
საჩივარი კომისიას შეიძლება წარედგინოს წერილობით - მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. საჩივრის ფორმა დამტკიცებულია "საქართველოს ეროვნული ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2023 წლის 26 ივლისის №2 დადგენილებით.
უშუალოდ საჩივრის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://matsne.gov.ge/ka/document/download/5876274/1/1
კომისია საქმის არსებითად განხილვის შედეგად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
არა, თუ დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით სასამართლოს ან არბიტრაჟის წარმოებაშია, კომისია საჩივარს არ მიიღებს წარმოებაში და საჩივარი დარჩება განუხილველი.
თუ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ, ან არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან დავა დასრულდა მხარეთა მორიგებით, კომისია საჩივარს არ მიიღებს წარმოებაში და საჩივარი დარჩება განუხილველი.
დავების განმხილველი კომისია დავას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში. საჩივრის შინაარსისა და სპეციფიკის, აგრეთვე, დავის მსვლელობისა და მოსაკვლევი საკითხის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. კომისია აღნიშნულის შესახებ, საფუძვლის მითითებით, შეატყობინებს მხარეებს.
დავების განმხილველი კომისია დავას განიხილავს უსასყიდლოდ.
კომისიისთვის მიმართვა საგადახდო მომსახურების მომხმარებლისთვის ნებაყოფლობითია და, ამდენად, მომხმარებელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს კომისიისთვის მიმართვის გარეშე. ამასთან, საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნებისმიერ ეტაპზე, უარი განაცხადოს საჩივარზე.
კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება მისი ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.
კომისიაში საჩივარი წარდგენილი უნდა იყოს არაუმეტეს 50 000 ლარზე (უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტი, სადავო ქმედების განხორციელების თარიღით ან საჩივრის წარდგენის დღის თარიღით). შესაძლებელია მომხმარებელმა, თავისი გადაწყვეტილებით და შეხედულებით, მაგალითად, სადავო ოპერაციიდან გამომდინარე, მოთხოვნა შეამციროს ზემოხსენებულ ზღვრამდე და კომისიას მიმართოს შესაბამის თანხაზე მოთხოვნით.
ეროვნულმა ბანკმა რეკორდულად მაღალი შესყიდვები განახორციელა 2023 წელს (1.28 მლრდ აშშ დოლარი) და 2024-შიც განაგრძობს რეზერვების დაგროვებას. ამ ფონზე მას საშუალება მიეცა რეზერვების დივერსიფიკაცია მოახდინოს ისეთ საყოველთაოდ აღიარებულ სარეზერვო აქტივში, როგორიცაა მონეტარული ოქრო, რაც ეროვნულ ბანკს აქამდე რეზერვებში არ ქონია.
გლობალურად და რეგიონში გაზრდილია გეოპოლიტიკური რისკები და გამძაფრებული ინფლაციური ფონი, რომლის დროსაც ტრადიციულად ოქრო განიხილება როგორც უსაფრთხო ინვესტიცია და ინფლაციის ჰეჯირების ერთ-ერთი საშუალება. ამ ფონზე ბევრი ცენტრალური ბანკი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში აქტიურად ზრდის ოქროს რეზერვებს. მხოლოდ 2023 წელს ცენტრალური ბანკების მიერ შეძენილ იქნა 1037 ტონა. ჩვენც ამ შემთხვევაში მსგავსი მოტივებით ვხელმძღვანელობთ.
საქართველოს არ ქონდა ისტორიული ოქროს რეზერვები, როგორც ეს ბევრ სხვა ქვეყანას აქვს. შესაბამისად ოქროს რეზერვებში დამატებაზე ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც ერთის მხრივ გვაქვს შესაბამისი შემოდინებები რეზერვებში და შექმნილი გლობალური პროცესების ფონზე მკაფიო გახდა ამის საჭიროება.
ზოგადად ფინანსური აქტივების, და მათ შორის ოქროს ფასის მერყეობა ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა სხვა აქტივებისგან განსხვავებით, ოქრო გრძელვადიან პერსპექტივაში ინარჩუნებს [instrinsic] ღირებულებას. სებ-ის ინვესტიცია ოქროში არის სტრატეგიული გადაწყვეტილება და ის არ არის ნაკარნახევი ოქროს ფასის მიმდინარე ან მოსალოდნელი დინამიკით. შესაბამისად მომდევნო გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული სტრატეგიული ფაქტორების გათვალისწინებით.
ოქროს წილი იქნება დამოკიდებული რიგ ფაქტორებზე, მათ შორის შიდა და გარე ფაქტორებზე. დღევანდელი გადასახედიდან ოქროს წილი რეზერვებში 10-20% შუალედში შენარჩუნდება.
სსფ შესაბამისი კრიტერიუმების ოქროს ზოდებს აღიარებს საერთაშორისო რეზერვების ნაწილად. რაიმე მოთხოვნები ოქროს რეზერვებში დამატებაზე ან არ დამატებაზე სსფ-ს არ აქვს. ამ გადაწყვეტილებას თავად ქვეყანა და მისი ცენტრალური ბანკი იღებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ სებ-ის რეზერვებში ოქროს დამატების თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ, სსფ სრულად იყო ინფორმირებული.
საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორში წარმართავს კონკურენციის პოლიტიკას „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
ამასთან, პროცედურულ ნაწილში, ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს „კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 მაისის №67/04 ბრძანებით და „ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 მაისის №68/04 ბრძანებით.
კონკურენციის ნაწილში სებ-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტები არიან:
საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარს და კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას თუ ორივე სუბიექტი არის მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ქმედება (დავის საგანი) არის განხორციელებული მის რეგულირებად სექტორში.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოა თუ სავარაუდო კანონდამრღვევი ან კონცენტრაციის მონაწილე ერთ-ერთი მხარე არ წარმოადგენს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკურ აგენტს ან წარმოადგენენ ეკონომიკის რეგულირებადი სხვადასხვა სფეროს ეკონომიკურ აგენტებს. ასევე, თუ ქმედების განმახორციელებელი სუბიექტ(ებ)ი წარმოადგენს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკურ აგენტს, მაგრამ, სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედება (დავის საგანი) არ არის განხორციელებული ეკონომიკის რეგულირებად სფეროში.
უწყებათა შორის კომპეტენციების გამიჯვნისა და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით გათვალისწინებულია კონსულტაციისა და ადმინისტრაციულ წარმოებებში სავალდებულო მონაწილეობის რეჟიმი.
საქართველოს ეროვნული ბანკი კონკურენციის კანონმდებლობას აღასრულებს, როგორც დარღვევის ფაქტის დადგომის შემდგომ (ე.წ. Ex-Post), ასევე, წინასწარი (ე.წ. Ex-Ante) რეგულირების ფარგლებში. კერძოდ, Ex-Post-ის ნაწილში ეროვნული ბანკი განიხილავს დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების საკითხებს („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები). ხოლო, Ex-Ante-ს ნაწილში ახორციელებს კონცენტრაციების კონტროლს.
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფისას უპირატესობა მიანიჭოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას.
დომინანტური მდგომარეობა არის ეკონომიკური აგენტის უნარი იმოქმედოს კონკურენტების, მიმწოდებლების, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლისგან დამოუკიდებლად და არსებითი გავლენა მოახდინოს შესაბამის ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს კონკურენცია. დომინანტური მდგომარეობა შესაძლოა იყოს ინდივიდუალური და ჯგუფური.
დომინანტური მდგომარეობის ქონა არ ითვლება კანონსაწინააღმდეგოდ, რადგან ის შესაძლოა მოპოვებული იყოს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. კანონდარღვევას წარმოადგენს მხოლოდ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.
თუ სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, ეკონომიკური აგენტი არ ჩაითვლება დომინანტური მდგომარეობის მქონედ, თუ შესაბამის ბაზარზე მისი წილი 40%-ს არ აღემატება (ინდივიდუალური დომინანტობა).
ეკონომიკური აგენტები მიიჩნევიან ჯგუფური დომინანტობის მქონედ თუ არაუმეტეს 3 ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 50%-ს აღემატება, 5 ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი - 80%-ს - ამასთანავე, თითოეულის - საბაზრო წილი არანაკლებ 15%-ია.
ჯგუფური დომინანტობის შემთხვევაში, ასევე ფასდება სხვა კრიტერიუმებიც. კერძოდ, ეკონომიკური აგენტების ჯგუფის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს სხვა წევრების ქცევის ზედმიწევნით მონიტორინგის შესაძლებლობა და გაგება იმისა, ატარებს თუ არა ჯგუფის ყველა წევრი ერთიან საბაზრო პოლიტიკას, ბაზარი არის თუ არა ისეთი, რომ ეკონომიკურ აგენტებს ჰქონდეთ ერთმანეთის ქმედებაზე დაკვირვების შესაძლებლობა, მსგავსი სიტუაცია უნდა იყოს სტაბილური და შენარჩუნებული გრძელვადიან პერიოდში, საერთო პოლიტიკის მოსალოდნელ შედეგებზე ზეგავლენას ვერ უნდა ახდენდეს არსებული და პოტენციური კონკურენტების (ისევე როგორც მომხმარებლების) მოსალოდნელი რეაქცია.
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი ითვალისწინებს დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სახეებს, როგორიცაა: შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება); წარმოების, ბაზრის ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებლის ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა; გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება; გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელიც არც საგნობრივად და არც კომერციულად დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან, და სხვა.
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებად ითვლება ეკონომიკურ აგენტებს შორის ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაციის ფარგლებში დადებული ხელშეკრულება, მიღებული გადაწყვეტილება ან შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა.
კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებებია: შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სავაჭრო პირობების დადგენა; წარმოების, ბაზრის, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა; ბაზრების ან მიწოდების წყაროების განაწილება; სავაჭრო პარტნიორებისათვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება და მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება; გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელსაც გარიგების საგანთან საგნობრივი და კომერციული კავშირი არ აქვს.
საქართველოს ეროვნული ბანკი საქმის მოკვლევას იწყებს ეკონომიკური აგენტის მიერ წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.
საჩივრის შემთხვევაში, საჩივრის წარმდგენი სუბიექტი უნდა იყოს ის ეკონომიკური აგენტი, რომელსაც კანონდარღვევის შედეგად უშუალოდ ადგება ქონებრივი ზიანი. ამასთან, საჩივარი უნდა აკმაყოფილებდეს „კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 მაისის №67/04 ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს.
ეროვნული ბანკი საკუთარი ინიციატივით მოკვლევას იწყებს მიღებული განცხადების, ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, რომელიც წარმოშობს გონივრულ ეჭვს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების შესაძლო დარღვევის თაობაზე.
საქართველოს ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი საჩივარი გადის ფორმალური და მატერიალური დასაშვებობის ეტაპებს.
ფორმალური დასაშვებობა: პირველ ეტაპზე მოწმდება საჩივარი ფორმალურად აკმაყოფილებს თუ არა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ფორმალური შეუსაბამობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მომჩივანს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომელიც არ უნდა იყოს 10 სამუშაო დღეზე ნაკლები.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობა საჩივრის განუხილვევლად დატოვების საფუძველია - რაც არ ართმევს პირს უფლებას იმავე საკითხზე მიმართოს ეროვნულ ბანკს ახალი საჩივრის ფარგლებში.
მატერიალური დასაშვებობა: თუ საჩივარი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს, ხდება მისი მატერიალური დასაშვებობის შემოწმება. მატერიალური დასაშვებობის შემოწმება ხორციელდება საჩივრის კანონმდებლობასთან შესაბამისი სახით რეგისტრაციიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, საქმის სირთულიდან გამომდინარე, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით.
საჩივრის მატერიალური დასაშვებობის ეტაპზე ეროვნული ბანკი აფასებს არის თუ არა სახეზე გონივრული ეჭვი საქმის მოკვლევის დასაწყებად და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
საქართველოს ეროვნული ბანკი საჩივარს დაუშვებლად ცნობს და არ დაიწყებს საქმის მოკვლევას თუ:
საჩივრის დასაშვებად ცნობის და საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საქმის მოკვლევის ჯგუფი სულ მცირე 5 პირის მონაწილეობით. მოკვლევის ჯგუფი წარმართავს საქმის მოკვლევის პროცესს და საბოლოო გადაწყვეტილების პროექტს წარუდგენს კონკურენციის კომიტეტს დასამტკიცებლად.
საქმის მოკვლევის ვადა არის 6 თვე, რომელიც, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს 18 თვემდე.
საქმის მოკვლევის დასრულებამდე იმართება შემაჯამებელი სხდომა მხარეთა მონაწილეობით. სხდომის გამართვამდე, სულ მცირე, ერთი თვით ადრე მომჩივანს და მოპასუხეს ეგზავნებათ საბოლოო გადაწყვეტილების პროექტი საქმის მასალებთან ერთად და მოსაზრებებისთვის განესაზღვრებათ ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 15 სამუშაო დღეზე ნაკლები.
საქმის მოკვლევის პროცესში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შესაბამისი პირებისგან გამოითხოვოს მისი საქმიანობის ან/და კონკრეტული ოპერაციის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია - კონფიდენციალურობის მიუხედავად; ადგილზე შეამოწმოს ეკონომიკური აგენტი; მიიღოს ახსნა-განმარტება; მიიღოს გადაწყვეტილება ქმედების შეჩერების შესახებ, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ კონკურენციას; თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე; კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევს დააკისროს ფულადი ჯარიმა, ასევე, გამოიყენოს სხვა სანქცია ან/და საზედამხედველო ზომა.
ეკონომიკური აგენტის ქმედების შეჩერება არის შუალედური ზომების სახელით (Interim Measures) ცნობილი მექანიზმი, რომლის გამოყენების უფლებაც ეროვნულ ბანკს აქვს საქმის მოკვლევის დაწყების შემდეგ - თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ კონკურენციას.
ეკონომიკური აგენტის ქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი იღებს სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე და ქმედება შეჩერებულად ითვლება ეროვნული ბანკის მიერ საქმის მოკვლევის შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქმის მოკვლევის შედეგად საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კონკურენციის კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები. კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
კონკურენციის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით.
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, მხარეს დაეკისრება ჯარიმა რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 5%-ს.
ხოლო, დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან აღნიშნული დარღვევის განმეორების შემთხვევაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 10%-ს.
ფულად ჯარიმებთან ერთად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამოიყენოს სხვა სანქცია ან/და საზედამხედველო ზომაც.
პირობითი ვალდებულებები (Commitment) არის მხარეთა მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შეთავაზებული ღონისძიებები, რომელიც მიმართულია სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრისკენ. კერძოდ, ეკონომიკური აგენტები იღებენ გარკვეული ქმედებების განხორციელების/განხორციელებისგან თავის შეკავების ვალდებულებას და ეროვნული ბანკი აფასებს ამ ვალდებულებების გავლენას სადავო ქმედებაზე. თავის მხრივ, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას პირობითი ვალდებულებების მიღებაზე.
პირობითი ვალდებულებების შეთავაზება ეკონომიკურ აგენტს შეუძლია როგორც საჩივრის მატერიალური დასაშვებობის ეტაპზე, ასევე, საქმის მოკვლევის პროცესში. თუმცა, განსხვავდება ამ ორი წარმოების ფარგლებში დამდგარი შედეგი. კერძოდ:
საჩივრის დასაშვებობის ეტაპი: თუ საჩივრის მატერიალური დასაშვებობის ეტაპზე ეროვნული ბანკი თანხმობას განაცხადებს პირობითი ვალდებულებების მიღებაზე, საქმის მოკვლევა არ დაიწყება და ეკონომიკურ აგენტს განესაზღვრება ვადა მათ შესასრულებლად. ამასთან, მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შემოწმება განახლდება.
საქმის მოკვლევის ეტაპი: თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ პირობითი ვალდებულებების შესრულების შედეგად აღარ წარმოიშობა გონივრული ეჭვი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე - თანხმობას განაცხადებს მხარის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებების მიღებაზე და საქმის მოკვლევა დასრულდება კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე.
საქმის მოკვლევის პროცესში, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ფულადი ჯარიმა, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოპასუხე ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს.
თანამშრომლობის პროგრამა (Leniency) გამოიყენება კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების ფარგლებში და გულისხმობს პირის სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, ეკონომიკურმა აგენტმა ეროვნულ ბანკში უნდა წარმოადგინოს განცხადება „კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 მაისის №67/04 ბრძანებით დადგენილი წესით.
თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათი შეიძლება იყოს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის:
თავის მხრივ:
ამასთან, საქმის მოკვლევის დასრულებამდე, შეღავათის სტატუსების კატეგორიები არის პირობითი და მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები საბოლოო სტატუსის მინიჭებამდე.
პირები ვალდებულნი არიან ეროვნულ ბანკს მიაწოდონ მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია (კონფიდენციალურობის მიუხედავად), რომელიც საჭიროა ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში.
ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მისთვის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის ან ეროვნული ბანკისთვის არასწორი, არასრული ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს ან/და მის ადმინისტრატორს დაეკისრება ფულადი ჯარიმა - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. განმეორებითობის შემთხვევაში - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამოიყენოს სხვა საზედამხედველო ზომაც.
ამასთან, ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ.
პასუხი: კონცენტრაცია არის ტრანზაქცია, როდესაც ხდება ორი ან მეტი ეკონომიკური აგენტის გაერთიანება.
კონცენტრაცია შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით:
კონცენტრაციის მიზნებისათვის, კონტროლის მოპოვება გულისხმობს ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით მინიჭებულ ისეთ უფლებებს, რომლებიც ცალ-ცალკე ან ერთად ქმნის ეკონომიკურ აგენტზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, კერძოდ:
ეკონომიკურ აგენტებს კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების ეროვნულ ბანკში წარდგენის ვალდებულება წარმოეშობათ, თუ კუმულატიურად დაკმაყოფილებულია ორივე პირობა:
კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულება აქვს შეძენის, ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით კონტროლის მოპოვების შემთხვევაში - შემძენ ან/და კონტროლის უფლების მომპოვებელ პირს. ხოლო, შერწყმის/გაერთიანების ან ერთობლივი საწარმოს შექმნის შემთხვევაში - ოპერაციის მონაწილე ყველა პირს.
კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება ეროვნულ ბანკში წარდგენილი უნდა იყოს შესაბამისი შეთანხმების ძალაში შესვლამდე ან/და კონცენტრაციის ფაქტობრივ განხორციელებამდე, მათ შორის, მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე. ხოლო, თუ კონცენტრაცია ხდება საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული აქციების ან სხვა ფასიანი ქაღალდების შეძენის ფორმით - შეძენიდან არაუმეტეს 14 კალენდარული დღის ვადაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეტყობინების განხილვისთვის გათვალისწინებულია ორფაზიანი წარმოება - ე.წ. მარტივი და რთული.
ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტი არაუმეტეს 25 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს შეტყობინებას და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ (პირველი ფაზა).
თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია, შესაძლოა, არ იყოს თავსებადი კონკურენტულ გარემოსთან ან საქმის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა საკითხის დამატებითი შესწავლა, ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება განიხილება ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში (მეორე ფაზა).
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლი ითვალისწინებს კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლების პირობებს. მაგალითად, თუ: კონცენტრაცია გადახდისუუნარობის შედეგია; კონტროლი მოიპოვება დროებით, იმ მ პირობით, რომ არ იქნება გამოყენებული წილის ფლობით მოპოვებული უფლებები (მათ შორის, ხმის უფლება), გარდა ინფორმაციის მიღების, წილის/აქციების გაყიდვისა და დივიდენდის მიღების უფლებებისა და სესხის უზრუნველყოფის შემთხვევაში საკუთრებაში მიღების უფლებისა; კონცენტრაცია ეხება ურთიერთდამოკიდებულ პირებს.
თავის მხრივ, ურთიერთდამოკიდებული პირები არიან პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან/და მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე (მაგალითად: პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და ამავდროულად არის სხვა ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი; პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს, წილობრივი მონაწილეობა 20 პროცენტზე მეტია და სხვა).
კონცენტრაციის მხარეები უფლებამოსილნი არიან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის განხილვის მიზნით, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე ეროვნულ ბანკთან გამართონ კონსულტაციები ოფიციალური შეტყობინების წარდგენამდე სულ მცირე 2 კვირით ადრე.
ეროვნული ბანკისთვის შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობის, შეტყობინების განხილვამდე კონცენტრაციის განხორციელების ან ეროვნული ბანკის უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივი შემოსავლის 5%-ს.
ამასთან, ფულად ჯარიმებთან ერთად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამოიყენოს სხვა სანქცია ან/და საზედამხედველო ზომაც.
ჯარიმის დაკისრება კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს არ ათავისუფლებს ეროვნული ბანკისთვის აღნიშნული შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან.
კონცენტრაციის მონაწილე მხარეებს აქვთ უფლება ეროვნულ ბანკს შესთავაზონ დაგეგმილი კონცენტრაციის (ტრანზაქციის) ცვლილება/მოდიფიკაცია სტრუქტურული ან ქცევითი ხასიათის ღონისძიების შეთავაზების გზით.
აღნიშნული მექანიზმი ძირითადად გამოიყენება იმ შემთხვევაში როდესაც არის ალბათობა, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია შესაძლოა, არ იყოს თავსებადი ეფექტიან კონკურენციასთან (რის თაობაზეც მხარეები ინფორმირებულნი არიან ეროვნული ბანკის მიერ).
სტრუქტურული ხასიათის ღონისძიება არის მხარის/მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულება, რომლის განხორციელების შედეგად იცვლება ბაზრის სტრუქტურა და შესაბამისი ეკონომიკური აგენტის პოზიცია ამ ბაზარზე. მაგალითად, საქმიანობის/ბიზნესის/აქტივების ნაწილობრივი გასხვისება (Divestiture Remedies); დამოუკიდებელი ბიზნესის/საქმიანობის გასხვისება (Stand-Alone Business), დამოკიდებული ბიზნესის/საქმიანობის გასხვისება (Carve-Out), აქტივების გასხვისება და ა.შ.
ქცევითი ღონისძიებები არეგულირებს ეკონომიკური აგენტის საბაზრო სამომავლო ქცევას და ის არ ცვლის ბაზრის სტრუქტურას მყისიერად. მაგალითად, ქცევითი ღონისძიების სახეა უზრუნველყოფის/დაშვების ღონისძიებები (Access Remedies) და ა.შ.
ინფორმაციისთვის იხ. გზამკვლევი დოკუმენტი „სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებები კონცენტრაციების კონტროლის დროს“ - https://nbg.gov.ge/page/kvlevebi-da-mimokhilvebi
თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ კონცენტრაციის მონაწილეთა მიერ წარდგენილი ღონისძიებების შედეგად, კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტურ კონკურენციას ბაზარზე, ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობის თაობაზე.
გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ღონისძიებებისა და მათი განხორციელების ვადების შესახებ - რაც სავალდებულოდ არის შესასრულებელი მხარეთა მიერ.
თუ კონცენტრაცია განხორციელდა და კონცენტრაციის მხარეებმა შესაბამის ვადაში არ განახორციელეს შესაბამისი სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიება, გათვალისწინებულია ჯარიმა, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს.
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით და მოითხოვოს უკვე განხორციელებული კონცენტრაციის გაუქმება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, თუ სახეზეა შემდეგი გარემოებები:
კონცენტრაციის გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წინასწარ წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება ერთი ეკონომიკური აგენტის მიერ მეორე ეკონომიკური აგენტის აქტივების შეძენა, როდესაც აქტივების შემძენი ეკონომიკური აგენტი კომერციული ბანკი ან მიკრობანკია.
თავის მხრივ, ეკონომიკურ აქტივად მიიჩნევა ისეთი ფინანსური აქტივი (საკრედიტო პორტფელი (გარდა ჩამოწერილი საკრედიტო პორტფელისა) და სესხის მსგავსი მახასიათებლების მქონე სხვა მოთხოვნები), რომელიც ეკონომიკური აგენტის აქტიური ბიზნეს-საქმიანობის განმსაზღვრელი და შემოსავლის მომტანია.
აქტივების შეძენის ოპერაცია ეროვნული ბანკისთვის შეტყობინებას ექვემდებარება თუ სახეზეა შემდეგი კრიტერიუმები:
პროცედურული თვალსაზრისით, ეროვნული ბანკი შეტყობინებას განიხილავს 20 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. ამ წარმოების ფარგლებშიც მხარეები უფლებამოსილნი არიან ეროვნულ ბანკს შესთავაზონ სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებები.
კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ოპერაციის მხარეებს დააკისროს ფულადი ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 3%-ს. ასევე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ფულად ჯარიმასთან ერთად ეკონომიკურ აგენტს დაუწესოს სხვა სანქცია ან საზედამხედველო ზომა.
ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვოს გარიგების გაუქმება, თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, თუ:
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე საქმის შესწავლის ხანდაზმულობის ვადა არის შესაბამისი ქმედების დასრულებიდან 3 წელი. ამასთან, საქმის მოკვლევის დაწყება ამ საქმის შესწავლის ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძველია.
ეროვნული ბანკი ვალდებულია დაიცვას მისთვის მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც სხვა საიდუმლოებებთან ერთად შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ ინფორმაციას, კომერციულ საიდუმლოებას, საბანკო საიდუმლოებას ან/და საგადასახადო საიდუმლოებას, ამასთან, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობისთვის აუცილებელია დაინტერესებული პირის მოთხოვნა და შესაბამისი დასაბუთება.
განზოგადებული ინფორმაცია, რომელიც, როგორც წესი, საჯაროდ ხელმისაწვდომია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ისტორიული ხასიათისაა, დაჯამებულია ან არასტრატეგიული მნიშვნელობისაა არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური, მათ შორის ინფორმაცია, შესაბამისი ბაზრის დეტალების, ასევე ეკონომიკური აგენტების რაოდენობისა და ვინაობის შესახებ.
კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან, ასევე, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით, ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
იხ. სექცია: მთავარი/ზედამხედველობა/კონკურენციის პოლიტიკა/ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები - https://nbg.gov.ge/page/erovnuli-bankis-gadatsqvetilebebi
კონკურენციის კანონის აღსრულების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია სრულად გადასინჯოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, მათ შორის, ჯარიმის ოდენობის ნაწილში.